in

ვიდეო: ლობჟანიძის პირველი გოლი და კაპიტან ქვილითაიას შეტევით მოგებული თამაში

მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატები თანდათან ბრუნდებიან. დღეს ხვიჩაც ჩაერთვება საქმეში, მანამდე კი სხვა ჩვენები თამაშობენ.

საბა ლობჟანიძემ თურქეთის ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა. მისი „ჰატაისპორი“ სტუმრად აუტსაიდერ „უმრანიესპორს“ დაუზავდა – 2:2.

საბა ლობჟანიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 90-ე წუთზე შეცვალეს.

ანგარიში „ჰატაისპორმა“ მაროკოელი ელ-ქააბის გოლით 24-ე წუთზე გახსნაა. 39-ე წუთზე მასპინძლებმა წონასწორობა აღადგინეს. 53-ე წუთზე საბა ლობჟანიძემ ისევ ელ-ქააბის პასით თავისიანები დააწინაურა, მაგრამ მასპინძლებმა 67-ე წუთზე ისევ გაათანაბრეს.

„ჰატაისპორს“ 16 ქულა აქვს და 17 ტურის შემდეგ მე-15 ადგილზეა.

კვიპროსში, გიორგი ქვილითაიას „აპოელმა“ წელს პირველი შეხვედრა გამართა და ნიქოზიის დერბიში „ოლიმპიაკოსი“ 1:0 დაამარცხა.

მე-17 ტურის შეხვედრაში ქვილითაია გუნდი კაპიტანი იყო და სრულად ითამაშა, მურთაზ დაუშვილი 79-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე შევიდა, ლაშა დვალი კი სათადარიგოებში დარჩა.

28-ე წუთზე ქვილითაიამ მცველის გადაცემა ჩაჭრა, თანაგუნდელს იერიში მარჯვენა ფლანგზე გაუგრძელა, რომლის პასითაც მეტოქის კარი დალსიომ აიღო.

17 ტურის შემდეგ, 40 ქულით „აპოელი“ ერთპირონულად გალიდერდა და გადაასწრო ლევან ხარაბაძის „პაფოსს“ (37), რომელსაც ტურის მატჩი ჯერ სათამაშო აქვს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: მამარდაშვილმა თასზე მშრალად ითამაშა – ვალენსია 1/8 ფინალშია

ფოტო, ვიდეო: ეს უნიკალური კონტრაქტია, მე კი უნიკალური ფეხბურთელი ვარ: ალ ნასრიმ რონალდო პომპეზურად წარადგინა