in

ვიდეო: მამარდაშვილმა თასზე მშრალად ითამაშა – ვალენსია 1/8 ფინალშია

ესპანეთში თასის მატჩები გაიმართა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ 1/16 ფინალში სტუმრად „ლა ნუსია“ 3:0 დაამარცხა და ბრძოლას აგრძელებს.

მიუხედვად იმისა, რომ „ვალენსია“ მესამე ლიგის გუნდს ეთამაშებოდა თასის შეხვედრაში, ჯენარო გატუზომ ქართველი მეკარე მაინც ძირითად შემადგენლობაში დააყენა. ჩვენიანს, როგორც მოსალოდნელი იყო, ბევრი საქმე არც ჰქონია. თუმცა უნდა ითქვას, რომ მასპინძლებმა მოახერხეს საგოლე შანსის შექმნა.

გოლები ჯასტინ კლიუვერტმა (მე-3 წთ), ილაიშ მოლიბამ (31-ე წთ), უგო დურომ (72-ე წთ) გაიტანეს.

ჯერ არ არის ცნობილი ვის შეხვდება „ვალენსია“ 1/8-ფინალში.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები პირდაპირ ახლა: კრიშტიანომ სიტუაცია არია

ვიდეო: ლობჟანიძის პირველი გოლი და კაპიტან ქვილითაიას შეტევით მოგებული თამაში