ლაშა ტალახაძემ პლანეტის უძლიერესი მამაკაცის ტიტული შეინარჩუნა.
ქართველმა ძალოსანმა ბოგოტაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე აკვრაში საბოლოოდ 251 კგ. დაძლია და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
+109 კგ კატეგორიაში მოასპარაზე ლაშა ტალახაძემ ატაცში 215 (პირველ მისვლაზე 208 კგ. დაძლია, მეორე ცდაზე 215 კგ. ასწია, ხოლო მესამე მისვლაზე ლაშამ 220 კგ. ვერ დააფიქსირა), აკვრაში 251 კგ. დააფიქსირა და ორჭიდის ჯამში 466 კგ-ით ზედიზედ მეექვსედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
109 კგ კატეგორიაში მე-2 ადგილზე გავიდა გიორგი ჩხეიძე, რომელმაც ჯამში 389 კგ (170/219) მოაგროვა.
GIPHY App Key not set. Please check settings