ევროპაში შუა კვირაში ბევრგან ჩატარდა ტური. უნგრეთის ჩემპიონატში ბუდუ ზივზივაძის „ფეჰერვარმა“ შინ „კეჩკემეტი“ 2:1 დაამარცხა. ზივზივაძე ძირითადში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ფერენცვაროშის“ განაცხადში არ ყოფილა გიორგი ხარაიშვილი, თუმცა საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, მატჩამდე მცირე ხნით ადრე სარეზერვო გუნდში 70 წუთი ითამაშა და გოლიც გაიტანა.
ასევე არ უთამაშია, უმნიშვნელოვანეს ბელგრადულ დერბიში ირაკლი აზაროვს, რომელიც განაცხადში ვერ მოხვდა. ჩვენინამა წინა ტურში ცხვირი დაიზიანა. „პარტიზანისა“ და „ცრვენა ზვეზდას“ პრინციპული შეხვედრა კი 1:1 დასრულდა.
აი პოლონეთში კი ბევრად წარმატებულად ითამაშეს ჩვენებმა.
თასის 1/32 ფინალურ მატჩებში 4 ქართული გოლი გავიდა.
ლუბინის „ზაგლებიემ“ სტუმრად 4:0 მოუგო ელოვას „სტარტს“. თორნიკე გაფრინდაშვილი 71-ე წუთზე შევიდა, გურამ გიორბელიძე კი განაცხადში არ ყოფილა.
ჟეშუვის „სტალთან“ ასევე შეცვლაზე ითამაშა კელჩეს „კორონაში“ ლუკა ზარანდიამ (61-ე წთ). გამარჯვებული პენალტების სერიაში ქართველის გუნდი გამოვიდა, ლუკამ მე-5 დარტყმა გაიტანა.
გაიტანა ოთარ კაკაბაძემ, რომლის „კრაკოვიამ“ გასვლაზე „ლაგოვს“ 3:1 აჯობა. ანგარიში 34-ე წუთზე ჩვენიანმა გახსნა, რომელმაც სრულად ითამაშა.
გიორგი მერებაშვილმა „სანდეციას“ სტუმრად პოლკოვიცეს „გურნიკთან“ მოაგებინა 3:1. ქართველმა 105-ე და 114-ე წუთზე გაიტანა და გუნდი 1/16 ფინალში გაიყვანა. პოლონელები წერენ, რომ გიორგიმ მეორე გასაოცარი გოლი გაიატან – დააახლოებით 60 მეტრიდან, წინ გამოსული მეკარე დაინახა და ზუსტად დაარტყა.
აი ნიკა კვეკვესკირმა და გიორგი წიტაიშვილმა კი პოლონეთში ჩემპიონატის მატჩი ითამაშეს. პოზნანის „ლეხმა“ გდანსკის „ლეხიასთან“ 3:0 მოუგო, ნიკამ მე-19 წუთზე შორეული დარტყმით ეფექტური გოლის შეაგდო. კვეკვესკირი 61-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი წიტაიშვილი კი 74-ე წუთზე შევიდა.
GIPHY App Key not set. Please check settings