in

ვიდეო: ლამაზი გოლი ავსტრალიაში, ლამაზი პასი სლოვაკეთში – ლეგიონერები

ოთარ კიტეიშვილი შეცვლაზე შევიდა „შტურმის“ შემადგენლობაში გათამაშების ლიდერ „ზალცბურგთან“ საგარეო შეხვედრაში, რომელიც ფრედ 0:0 დასრულდა. ოთარმა 68-ე წუთზე ტომი ჰორვატი შეცვალა, შეხვედრაში ბევრი მომენტი არ შექმნილა და ჩვენიანსაც თავი დიდად არ გამოუჩენია.

შეცვლაზე ითამაშა ზურიკო დავითაშვილმაც „ბორდოს“ შემადგენლობაში „ანსისთან“ მატჩში, რომელიც ქართველის გუნდმა შინ 1:0 მოიგო. ქართველი შემტევი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა. 13 ტურის შემდეგ „ბორდო“ 27 ქულით პირველ ადგილზეა.

კვიპროსის ჩემპიონატში „აპოელმა“ ლარნაკას აეკ-ს უმასპინძლა და 1:0 მოუგო. „აპოელის“ ძირითადში წელს პირველად ითამაშეს ჩვენებმა: ლაშა დვალმა, მურთაზ დაუშვილმა (75-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო) გიორგი ქვილითაიამ (მე-12 წუთზე გააფრთხილეს, 74-ე წუთზე შეცვალეს).

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში ბრატისლავის “სლოვანი” “სკალიცას” ესტუმრა და 4:1 დაამარცხა. გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადი შემადგენლობაში იყვნენ.
58-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ მოედნის ცენტრიდან ულამაზესი პასით ბარსეგიანი მეკარესთან პირისპირ დატოვა და საგოლე პასი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ გიორგიმ საგოლე პასი ზედიზედ 4 მატჩში გააკეთა.

პირველი გოლი გაიტანა შორეულ ავსტრალიაში ბექა დარცმელიამ და „ნიუკასლ ჯეთსს“ „ველინგტონთან“ მოგებაში დაეხმარა – 3:1.
დარცმელიამ 64 წუთი ითამაშა, ბექა მიქელთაძეს არ უთამაშია.
ქართველმა გოლი მე-16 წუთზე გაიტანა, როდესაც შორიდან ძლიერი დარტყმით ეფექტურად დაარტყა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოგას ორმაგი დუბლი – ბითაძემ ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ითამაშა

ბენზემა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელია: ვის მისცეს დანარჩენი პრიზები