ფილმი „კოსმოსური ჯემი 2“, სადაც მთავარ როლს ლებრონ ჯეიმსი ასრულებს, ტელეეკრანებზე ივლისში გამოვა. ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელის გარდა თიზერში ბევრი სხვა ვარსკვლავიც გვხვდება.
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი ანუ ლებრონი ცუდ ბიჭებს ეთამაშება. ეს პერსონაჟები ცნობილ კალათბურთელებს განასახიერებენ.
თუკი 1996 წელს ფილმის პირველ ნაწილში – პატრიკ იუნგი, ლარი ჯონსონი, ჩარლზ ბარკლი, მაკსი ბოგსი და შონ ბრედლი იყვნენ, 2021 წლის სცენარში – დემიენ ლილარდი, ენტონი დევისი და კლეი ტომპსონი ჩნდებიან.
ახალ ვერსიაში არ დავიწყებიათ WNBA-ს კალათბურთელებიც. ლებრონს დაიანა ტაურასი და ნეკა იგვუმიკეს წინააღმდეგაც უწევს თამაში.
ნამუშევარში გვხდება კალათბურთის ისტორიიდან საკულტო სცენებიც, მაგალითად ლებრონისა და დუეინ უეიდის ფოტოს რიმეიქი.
„კოსმოსური ჯემი 2–ის“ ბიუჯეტი 161,9 მილიონი დოლარია და სრული თიზერის ნახვა უკვე შეგიძლიათ.
GIPHY App Key not set. Please check settings