in

არის: ლებრონ ჯეიმსი NBA-ის ყველა დროის ბომბარდირია – ვიდეო

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი ისტორიაში შევიდა: მან NBA-ში ყველაზე მეტი ქულა ჩააგდო.

ახალი რეკორდი ახლა უკვე შეადგენს 38 390 ქულას.
1980-იანი წლების ბოლოდან ეს მიღწევა კარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა თავისი 38 387 ქულით.

ლებრონმა 36 ქულა მესამე მეოთხედის ბოლოს, 11 წამით ადრე ჩააგდო და მილოცვების მიღებაც დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა მას სწორედ აბდულ-ჯაბარმა მიულოცა, რომელიც სპეციალურად ესწრებოდა შეხვედრას და თვალს ადევნებდა საკუთარი რეკორდის დამხობას.

კომენტარი გააკეთა რეკორდსმენმაც:

„მინდა მადლობა ვუთხრა „ლეიკერსის“ გულშემატკივრებს. თქვენ განსაკუთრებული ხართ. ისეთ ლეგენდასთან ერთად ყოფნა, როგორიც კარიმია, ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს დიდი პატივია. გთხოვთ ფეხზე წამოდექით და ტაში დაუკარით ჩემს მშვენიერ ცოლს, ქალიშვილს, ჩემს ორ ბიჭს, ჩემს მეგობრებს. ყველას, ვინც ამ 20 წლის განმავლობაში ჩემი მიღწევის ნაწილი იყო. მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა, რადგან თქვენს გარეშე მე მე არ ვიქნებოდი“.

ლებრონმა NBA-ში პირველი ქულები 2003 წლის 30 ოქტომბერს ჩააგდო. ამრიგად, მას 19.5 წელიწადი დასჭირდა რეკორდის დასამყარებლად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შერმადინი ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესოა – ბასკებმა ქართველი ვერ შეაჩერეს

მამარდა ტურის სიმბოლურშია