ბოლო პერიოდში ქართულ ფეხბურთში თუ ვინმეზე ვსაუბრობთ, ეს ხვიჩა კვარაცხელიაა. 19 წლის ქართველი ტალანტი სეზონის განახლებას არაჩვეულებრივ სათამაშო ფორმაში ხვდება. მოგეხსენებათ, ხვიჩას “რუბინი” თურქეთის ქალაქ ანთალიაში, დაბა ბელეკში, მართავს მოსამზადებელ ეტაპს და ხვიჩა სპარინგ მატჩებში შესანიშნავად გამოიყურება.
სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს
დღეს, “რუბინი” ამხანაგურ შეხვედრაში რუსულ “ნიჟნი ნოვგოროდს” დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა. ქართველმა ტალანტმა მოხდენილი მოძრაობით ჩამოიტოვა მეტოქე და ახლო ცხრიანში გაუტანა მეკარეს.
GIPHY App Key not set. Please check settings