“ინდიანას” ცუდი სერია შეწყდა. ზედიზედ სამ მატჩში დამარცხების შემდეგ, დღეს გამთენიისას “პეისერსი” “დეტროიტ პისტონსს” დაუპირისპირდა და 111:95 დაამარცხა.
ინდიანელთა გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლიეტუველი დომანტას საბონისი გახლდათ, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა. შეხვედრაში საბონისის ანგარიშზე 26 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი იყო. ასევე, კარგი მატჩი ჰქონდა მაილს ტერნერს, რომელმაც 14 ქულა მიითვალა.
რაც შეეხება გოგა ბითაძეს, საქართველოს ნაკრების ცენტრმა პარკეტზე სულ რაღაც ორი წუთი გაატარა და მხოლოდ 1 პასი მიითვალა.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “ინდიანას” 13-13 მოგება-წაგება აქვს და NBA–ს რეგულარ სეზონში აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს.
გოგას 4 ქულა, 5 მოხსნა და 3 დაფარება
ვიდეო: გოგა ბითაძის ეფექტური ჩატენვა “იუტასთან” – “ინდიანამ” ისევ წააგო
GIPHY App Key not set. Please check settings