in , ,

ქართული ფეხბურთის იმედი იუბილარია: დღეს ხვიჩას 20 წელი შეუსრულდა

ქართულ ფეხბურთს არაერთი პერსპექტიული ფეხბურთელი ახსოვს, თუმცა, სამწუხაროდ, მათი საფეხბურთო კარიერა ისე ვერ განვითარებულა, როგორი მოლოდინიც ყოფილა. დღეს, ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი და, შეიძლება ითქვას, იმედიც ხვიჩა კვარაცხელიაა. 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ყაზანის “რუბინის” უდაო ლიდერია და მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგ სეზონს ატარებს. ხვიჩამ საქართველოს ნაკრებშიც მოასწრო მატჩების ჩატარება და სკოპიეში გამართულ შეხვედრაში ჩრდილოეთ მაკედონიას ულამაზესი გოლიც გაუტანა.

https://www.youtube.com/watch?v=IqzZlXiIZ04
ხვიჩა კვარაცხელიას გოლი ჩრ.მაკედონიასთან

ვიდეო: კვარაცხელიას ულამაზესი გოლი

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ ქართულ თუ რუსულ მედიაში საუბრები არ წყდება და მას არაერთ ტიტულოვან კლუბს უკავშირებენ. ყაზანელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქართულ ფეხბურთში ხვიჩასნაირი ტალანტი დიდი ხანია არ ყოფილა.

სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს

“რუბინის” სპორტული დირექტორი კი აღნიშნავს, რომ ხვიჩა ყაზანელთა გუნდის ბრილიანტია და 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდიან.

გადაიხადეთ 25 მილიონი და წაიყვანეთ: ყაზანში ხვიჩას ძვირად აფასებენ

რატომ დავწერეთ ეს ყოველივე დღეს. იმიტომ, რომ დღეს ქართული ფეხბურთის იმედის დაბადების დღეა. ხვიჩას 20 წელი შეუსრულდა და გვჯერა, რომ ხვიჩა დიდ ფეხბურთს ითამაშებს და მისი ტალანტი მხოლოდ ტალანტად არ დარჩება.

ხვიჩა კვარაცხელია: არ მინდა ფეხბურთს ზურგი ვაქციო

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტოკიოში მსაჯიც გვეყოლება: ნუცუბიძე ოლიმპიადაზე იმსაჯებს

ვიდეო: ინდიანას საბონისმა მოაგებინა – გოგამ მხოლოდ 2 წუთი ითამაშა