in

ვიდეო: თოკოს ეფექტური ჩატენვა top 10-ში მოხვდა

მოსკოვის ცსკა-ს ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელიას სლემი VTB ლიგის მე-2 ტურის TOP 10-ში მე-2 ადგილზე მოხვდა.

ცსკა პოლონურ “ზელენა გურას” ეთამაშებოდა, როდესაც ბოლო მეოთხედის სტარტზე შენგელიამ ბურთი საკუთარ ფართან მიიღო, მთელი მოედანი გადაკვეთა და ეფექტური სლემი შეასრულა.

შეგხასენებთ, რომ მოსკოველებმა მეტოქე 105:71 გაანადგურეს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 17:37 წუთში ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 14 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.

რუსულ გრანდს VTB ლიგაში მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს ნიჟნი ნოვგორდში ელის, თუმცა, მანამდე, ევროლიგის ახალ სეზონშიც ჩაებმება. 30 სექტემბერს შენგელია და მისი თანაგუნდელები იტალიაში “არმანი მილანს” ეთამაშებიან.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გერმანულმა და იტალიურმა გუნდებმა უკეთ ითამაშეს: რომლის გოლია უკეთესი

ოქრი და კვეკვე ბრუნდებიან: საქართველოს ნაკრების განაცხადი