in

ვიდეო: გოჩოლეიშვილს შახტარში დებიუტი ჰქონდა, ჩაკვეტაძემ სლოვანს მოაგებინა

გიორგი გოჩოლეიშვილმა დონეცკის „შახტარში“ სადებიუტო მატჩი ჩაატარა, უკრაინელები თურქულ შეკრებაზე არიან და ვენის „აუსტრიას“ შეხვდნენ – 1:2.
როგორც ასეთ დროს ხება ხოლმე, მწვრთნელმა ორი შემადგენლობა ნახა საქმეში. ჩვენიანმა პირველი 45 წუთი ითამაშა და შესვენებაზე შეცვალეს.
მოსამზადებელ შეკრებაზე ეს „შახტარის“ პირველი მატჩი იყო.

ქართველების ბრატისლავის „სლოვანმა“ საკონტროლო მატჩი ჩაატარა ბრნოს „ზბროევკასთან“ და 2:1 მოიგო. ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ჯაბა კანკავა იყო, მეორე ტაიმში მოედანზე გურამ კაშია და გიორგი ჩაკვეტაძე შევიდნენ.
როდესაც ბრატისლაველებმა ანგარიში გაათანაბრეს, 26-ე წუთზე მოედნის ცენტრში გადაცემა ჯაბა კანკავამ ჩაჭრა.

82-ე წუთზე ჩაკვეტაძის ჯარიმის შემდეგ „სლოვანის“ თავდამსხმელს გატანა შეეძლო, მაგრამ მცველმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტი კვლავ გიორგიმ შეასრულა და მისი გადაცემის შემდეგ კუცკამ „სლოვანი“ დააწინაურა – 2:1.

89-ე წუთზე ისევ ჩაკვეტაძის წამოწყებული შეტევის შემდეგ „სლოვანს“ მესამე გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ მცველმა ვითარება განმუხტა.

„სლოვანი“ ავსტრიაში გაემგზავრება, სადაც კიდევ ორ საკონტროლო მატჩს გამართავს: 25 იანვარს „სენტ პოლტენთან“, ხოლო 28 იანვარს – „ზალცბურგთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2023: უეფას ვიზიტი საქართველოში

დღეს ხვიჩა არ იქნება