დღეს, თბილისის დროით, 22:45 საათზე რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში საქართველოს ნაკრები 2021 წლის პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და მეტოქესთან ცუდი ნავსის გატეხვას შეეცდება.
საქართველოს სტატისტიკა რუმინეთთან: 0 მოგება, 2 ფრე და 5 მარცხი
ვილი სანიოლი: ჩემი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე იხარჯებიან და მე მათ სრულად ვენდობი
ისტორიულად საქართველოს ნაკრებს ზაფხულში თამაში უჭირს, კონკრეტულად 2 ივნისს კი, ჯვაროსნებმა ისტორიაში სამი შეხვედრა გამართეს და სამივე წააგეს.
2001 წლის 2 ივნისს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ეროვნულ სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში იტალიას უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. ის შეხვედრა ქართველებისთვის ისტორიული იყო, რადგან გოგა გახოკიძემ ლეგენდარულ ჯანლუიჯი ბუფონს გაუტანა.
აღნიშნული შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა შემდეგი შემადგენლობით ჩაატარა.
ირაკლი ზოიძე, ლევან სილაგაძე, ვალერი აბრამიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი (გიორგი გახოკიძე, 81), კახა კალაძე, გიორგი ნემსაძე (კ) (შოთა არველაძე, 35), მიხეილ ყაველაშვილი, თემურ ქეცბაია, ლევან კობიაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი (არჩილ არველაძე, 61)
მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი .
2007 წლის 2 ივნისს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში საქართველოს ნაკრები სტუმრად ლიეტუვას დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო:
გიორგი ლომაია, ზურაბ ხიზანიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი, კახა კალაძე (კ), ზაალ ელიავა, ზურაბ მენთეშაშვილი (ოთარ მარცვალაძე, 64), ლევან ციცქიშვილი (დავით მუჯირი, 80), ლევან კობიაშვილი, დავით კვირკველია, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე.
მწვრთნელი; კლაუს ტოპმიოლერი
2013 წლის 2 ივნისს კი, საქართველოს ნაკრები “ავივა სთედიუმზე” ირლანდიის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში გაეჯიბრა და 0:4 დამარცხდა. იმ შეხვედრაში გიორგი ლორიამ წითელი ბარათი მიიღო და მის ნაცვლად ომარ მიგინეიშვილმა ითამაშა.
ამ მატჩში ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
გიორგი ლორია (წითელი ბარათი, 20), ზურაბ ხიზანიშვილი, გურამ კაშია, დავით კვირკველია (გიორგი ფოფხაძე, 69), აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე (დავით თარგამაძე, 51), ალექსანდრე კობახიძე (თორნიკე გორგიაშვილი, 90), ჯაბა კანკავა (კ), მურთაზ დაუშვილი (ირაკლი ძარია, 54), ჯანო ანანიძე (ომარ მიგინეიშვილი, 22), ნიკოლოზ გელაშვილი (ირაკლი მაისურაძე, 61).
მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
GIPHY App Key not set. Please check settings