in

ვიდეო გავრცელდა, სადაც ატლეტიკოს ფეხბურთელები წვეულებაზე სიგარეტს ეწევიან: ობლაკმა განმარტა

ინტერნეტში გამოჩნდა მადრიდის „ატლეტიკოს“ ფეხბურთელების – იან ობლაკისა და სტეფან სავიჩის ვიდეო წვეულებიდან. კადრებში ჩანს, რომ მოთამაშეები სიგარეტს ეწევიან, არ უკეთიათ პირბადე და არ იცავენ სოციალურ დისტანციას.

ვიდეო ფეხბურთელების გარემოცვიდან რომელიღაცამ გამოფინა. გოგონა ტერეზა ეჩავე, რომელიც იმ საღამოზე იმყოფებოდა, ამტკიცებს, რომ ეს ძველი კადრებია.

„თუ ამასთან დაკავშირებით რაიმე გაუგებრობა მოხდა, განვმარტავ, რომ ვიდეო დიდი ხნის წინ გამოჩნდა, როდესაც არ ყოფილა შეზღუდვა და კოვიდი“, – დაწერა ტერეზამ.

„კარგი კადრებია, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფრის დაჯერება“, – ინსტაგრამზე დაწერა ობლაკმა და მანაც წვეულების ვადებზე მიანიშნა.

ამ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო გოლკიპერმა ობლაკმა ლა ლიგაში 34 მატჩი ითამაშა და 22 გოლი გაუშვა.
სავიჩმა ჩემპიონატში 30 შეხვედრა ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 13 ყვითელი მიიღო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Exclusive: ნონა გაფრინდაშვილი – ჩემთვის ყველაზე დიდი ტიტული ქართველი ხალხის სიყვარულია

ვიდეო, ფოტო: პსჟ-ს ფეხბურთელმა უსახლკაროები გამოკვება, ბაიერნი ბილეთებს აღარ დაბეჭდავს, მბაპე კოჭლობდაო – ამბები მოკლედ