პოლონეთის თასზე “რაკოვმა”, რომლის რიგებშიც ვაკო გვილია გამოდის, “კალისზი” სტუმრად 2:1 დაამარცხა.
სასიხარულოა, რომ სტუმართა მხრიდან 1 გოლი ქართველმა ნახევარმცველმა შეაგდო. გვილიამ 37-ე წუთზე პენალტი გაიტანა.
გეტყვით იმასაც, რომ “რაკოვი” 11 ტურის შემდეგ, პოლონეთის ექსტრაკლასაში 24 ქულით მეორე ადგილზეა და ლიდერ “ლეხ პოზნანს” 3 ქულით ჩამორჩება.
ვაკო გვილიას ანგარიშზე “რაკოვში” 9 მატჩი და 1 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings