in ,

ვერავინ დაინახა რა კარგია ლაიპციგი, მაგრამ ლივერპული გავიდა: ბუდაპეშტი ენფილდს ჯობია

„ლივერპულმა“ ისევ 2:0 მოუგო „ლაიპციგს“, ისევ ნეიტრალურ მოედანზე, ისევ დიდად უკეთესი არ ყოფილა მეტოქეზე, მაგრამ მთავარი ტაბლოა და კლოპის წლეულს არადამაჯერებელი გუნდი უკვე ¼ ფინალშია.

ვიდეო მიმოხილვა: ლივერპული VS ლაიპციგი

ლივერპული vs ლაიპციგი 2:0
პირველი მატჩი 2:0

გოლები: 1:0 სალაჰი (71), 2:0 მანე (74)

ლივერპული : ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ქაბაქი, რობერტსონი (90. ციმიკასი) – ვიინალდუმი (82. მილნერი), ფაბინიო, ტიაგო ალკანტარა (72. ნ. კეიტა) – მანე (90. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), დიოგო ჟოტა (71. ორიგი), სალაჰი.

ლაიპციგი: გულაში – ადამსი, მუკიელი, უპამეკანო, კლოსტერმანი, ნკუნკუ – ოლმო (72. ჰაიდარა), კამპლი (46. სორლოტი), ზაბიტცერი, ფორსბერგი (60. კლუივერტი) – პოულსენი (60. ჰვანგი).

პსჟ-მ და ნავასმა ბარსა გაისტუმრეს: მბაპემ მესის უკვე აჯობა

კლოპი: „ლივერპულმა“ მთავარს მიაღწია – ვერავინ დაინახა, რამდენად კარგი შეიძლება იყოს „ლაიპციგი“.

ნაგელსმანი: „ლაიპციგმა“ ისეთივე ემოციით ვერ ითამაშა როგორც ჩემპიონატში და თასზე“.

სალაჰი: „ლივერპული“ საუკეთესო ფორმაში არ არის, მაგრამ გვინდა ლიგაზე ვიბრძოლოთ“.

“ლივერპული” არასოდეს გავარდნილა ევროთასებიდან, როდესაც პირველი შეხვედრა სტუმრად მოგებული ჰქონდა.

“ლივერპულს” იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში 13-დან 12 ორმატჩიანი დაპირისპირება მოიგო. ერთადერთი მარცხი წინა გათამაშებაში “ატლეტიკოსთან” იყო.

სადიო მანეს 12 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გატანილი. მისი დებიუტიდან უფრო მეტი მხოლოდ რონალდოს გაუტანია – 13.

სალაჰმა ამ სეზონში 25 გოლი გაიტანა – ყველაზე მეტი პრემიერლიგის ფეხბურთელებს შორის.

„ლივერპულმა“ უფრო მეტი გაიტანა ბუდაპეშტში ჩატარებულ ერთ საშინაო შეხვედრაში, ვიდრე 2021 წელს „ენფილდზე“გამართულ ყველა მატჩში.

კლოპმა ნაგელსმანი დაჯაბნა: რატომ არის ლივერპული საუკეთესო ლიგაზე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილი წლის საუკეთესოა: სანდროს მორიგი აღიარება – წინ NBA-ს დრაფტია

ვიდეო მიმოხილვა: პსჟ VS ბარსელონა