ცნობილი გახდა განცხადების ფორმატი, რომელსაც კილიან მბაპე გააკეთებს.
ვარაუდობენ, რომ 22 მაისს პსჟ-ს ფორვარდიგამოაცხადებს, სად გააგრძელებს კარიერას: ან პარიზში დარჩება ან „რეალში“ გადავა.
Goal.com ეყრდნობა L’Equipe-ს და ამბობს, რომ ეს მოხდება TF1-ის ეთერში გადაცემა Telefoot-ის მსვლელობისას. დასაწყისი ადგილობრივი დროით 11:00 საათია (თბილისის დროით 13:00 სთ).
მანამდე ფეხბურთელს ნათქვამი აქვს, რომ გეგმების თაობაზე საფრანგეთის ნაკრების შეკრებაზე წასვლამდე, ანუ 28 მაისამდე იტყოდა.
GIPHY App Key not set. Please check settings