in

მაინც გეკუთვნით: ლივერპული საჩემპიონო აღლუმს მოაწყობს

„ლივერპული“ საჩემპიონო აღლუმს ჩაატარებს მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგით როგორ დაასრულებს პრემიერლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლას.

ლივერპულის მერმა ჯოან ანდერსონმა კლუბს შეთავაზა აღლუმი მოაწყოს ინგლისის ლიგის თასისა და ინგლისის თასის მოგების გამო და ეს წინადადება მიიღეს.

მსვლელობა 29 მაისს გაიმართება – ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე დღეს.

შეგახსენებთ, 28 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ლივერპული“ პარიზში მადრიდის „რეალს“ შეხვდება. ინგლისის ჩემპიონატში კი ერთი ტურია დარჩენილი და მერსისაიდული კლუბი 1 ქულით ჩამორჩება „სიტის“.

აღლუმში მონაწილეობას მიიღებს „ლივერპულის“ ქალთა გუნდიც, რომელმაც მეორე დივიზიონში გაიმარჯვა.

მარშრუტი იმის მსგავსი იქნება, როგორც 2019 წელს ჰქონდა „ლივერპულის“ საჩემპიონო ავტობუსს. გუნდი ქალაქში 13.5 კმ-ს გაივლის.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ველოდებით კვირას: მბაპე ტელევიზიით იტყვის რას იზამს

მიეცით მუშებს ფული: ფიფას მშრომელთა უფლებების დაცვას თხოვენ