in

ეს როგორ?!. ბათუმმა მოსაგები წააგო

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამო“ საკუთარ მოედანზე „დეჩიჩთან“ დამარცხდა – 0:2.

არადა, ანგარიში ნაღდად არ ასახავს მატჩის მსვლელობას. ბათუმელებს შეეძლოთ სათავისოდ საქმე უკვე პირველ ტაიმში მოეთავებინათ, სახიფათო მომენტებიც საკმარისად შექმნეს, მეტოქეს კი აქეთ ბევრი არაფერი გამოსვლია. სამაგიეროდ, 5 წუთში ორჯერ გადმოვიდნენ და როგორღაც ორივეჯერ გაგვიტანეს.

განმეორებითი მატჩი 30 ივლისს გაიმართება.

კონფერენსლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

დინამო (ბათუმი) – დეჩიჩი (ტუზი, მონტენეგრო) 0:2
24 ივლისი. ბათუმი. “აჭარაბეთ არენა”. 14 000 მაყურებელი
გოლები: 0:1 კამაი (62. მალეშევიჩის პასით), 0:2 კამაი (66. პულეიოს პასით)

დინამო: რიკარდო სილვა, ჩიტეიშვილი (76. მალი), კობახიძე, ხარაბაძე, ვანდერსონ სილვა, მამუჩაშვილი, ალეფ სანტოსი, ჟან ვიქტორი (58. მარა), ღუდუშაური (66. ტამბედუ), გომისი, ბლესა (76. მუჯირი)

ქართველი გულშემატკივარი კიდევ ერთხელ დარჩა იმედგაცრუებული.არადა, “ლუდოგორეცთან” საპასუხო შეხვედრაში ნაჩვენები თამაშის შემდეგ ქომაგს ბათუმის “დინამოს” იმედი ჰქონდა.
თან ეს “დეჩიჩი“ პირველ ეტაპზე უელსურ “ნიუ სეინტსთან” დამარცხდა (1:1, 0:3).

ბათუმელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს უპირატესობა და შეუტიეს, სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მეტოქის კარის აღებას ვერ ახერხებდნენ. სამი კარგი შანსი ჰქონდა ონორე გომისს.

მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით დაიწყო. უკვე 47-ე წუთზე ჟან ვიქტორმა ახლოდან ააცილა. 51-ე და 53-ე წუთებზე კვლავ გომისმა ვერ ისარგებლა.

მოკლედ, თამაში ისე მიდიოდა, ყველა ელოდა, ბათუმელები მალე გაიტანდნენს. მაგრამ სტუმრებმა 62-ე წუთზე პირველივე შეტევით ანგარიში გახსნეს. ერთი წუთის შესულმა ილირ კამაიმ მცველებს დაასწრო და თავით ზუსტად დაარტყა.
ოთხ წუთში მეორეც გავუშვით. კონტრშეტევაზე ისევ კამაიმ გაიტანა და დუბლით სტუმრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა. “დეჩიჩისთვის” ეს პირველი გამარჯვებაა ევროტურნირებზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

21-ე საუკუნეში ყველაზე კარგი მესია: ასწლეულის საუკეთესო ფეხბურთელები

კვერნაძემ გაიტანა და მწვრთნელს მისი ეიმედება