ესპანური Eldesmarque ოპა დელ რეის ფინალის წინ, “ვალენსიას” მეკარეების შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ “ბეტისის” წინააღმდეგ” ბორდალასი კარის დაცვის ვალდებულებას გიორგი მამარდაშვილს დააკისრებს.
“მამარდაშვილი ამ სეზონში “ვალენსიას” დიდი სიურპრიზია და იგი გუნდის გმირად არაერთ მატჩში იქცა. გიორგიმ 17 მატჩში კარი 8-ჯერ შეინახა მშრალად. “ვილიარეალთან” ის ბორდალასმა სწორედ ფინალისთვის დაასვენა. მართალია, “ყვითელ წყალქვეშა ნავთან” სილესენს პირველ ტაიმში რამდენიმე სეივი ჰქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არაა, ასეთ კარგ ფორმაში მყოფი მამარდაშვილი შემადგენლობიდან ამოაგდო”, – წერს ესპანური გამოცემა.
კოპა დელ რეის ფინალი სევილიაში, “ლა კარტუხაზე” 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
GIPHY App Key not set. Please check settings