საქართველოს ნაკრებისა და “ვალენსიას” მეკარეს გიორგი მამარდაშვილს ესპანეთში იდეალური პრესა აქვს. იქაური ჟურნალისტები წერენ, რომ მიუხედავად მცირე შეცდომებისა, “ვალენსიაში” მამარდაშვილის ადგილი ისევ მყარია და რომ მადრიდის “რეალთან” მას რთული გამოცდა ელის.
“ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის პოზიციები ისევ მყარია. გუნდმა ლა ლიგაში მორიგი მატჩი მოიგო და მართალია, მამარდაშვილი ისეთივე შთამბეჭდავი არ ყოფილა, როგორც სადებიუტო თამაშში, ის კვლავაც გუნდის ძირითად მეკარედ მოიაზრება. გიორგის მომდევნო ტურში “რეალთან” რთული გამოცდა ელის”, – წერს გამოცემა Eldesmarque.
GIPHY App Key not set. Please check settings