in

ესპანეთი ალბათ უკვე ნერვიულობს: ბითაძე ითამაშებს – ნაკრებს მალე ახალი ფორმა ექნება

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ორი მატჩი ელის. ჯერ, 1 ივლისს რიგაში უკრაინასთან, ხოლო 4 ივლისს ესპანეთთან შინ, თბილისში, ახალ სპორტის სასახლეში.

თბილისში რეალი და ბარსელონა არ ჩამოვლენ: ესპანეთი უევროპოდ მოდის

დღეს ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გიორგი შერმადინი, კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა და ნაკრების გენერალური მენეჯერი პაატა ლობჟანიძე.

ვლადიმერ ბოისა:

სლოვენიაში საქართველოს ნაკრებს ექნება მაღალი დონის შეკრება. დაგეგმილია საწვრთნელი შეხვედრები. ამ ზაფხულს გვექნება დიდი პრეზენტაცია, რომლის დროსაც წარმოგიდგენთ ნაკრების ახალ ფორმებს, რომელიც ფირმა „ნაიკმა“ შეკერა.

გიორგი შერმადინი:

– ესპანეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია, ის გუნდი იქნება, რაც ნოემბრის ფანჯარაში. მაშინ წავაგეთ, თუმცა არ გვყავდა თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე. ახლა ორივე ჩვენთანაა და დარწმუნებული ვარ, ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი უკვე ნერვიულობს საქართველოში ჩამოსვლის და ჩვენთან სავსე დარბაზში თამაშის გამო.

ილიას ზუროსი:

– ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ევრობასკეტის თბილისში ჩატარება. ვიცით, დარბაზი გაივსება და გულშემატკივარს ძალიან საინტერესო სანახაობა ელის. მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კალათბურთის ფედერაციას, რომელმაც დიდი შრომა გასწია, რომ ევრობასკეტის ერთი ჯგუფი თბილისში გამართულიყო.

მალე შემოგვიერთდება თად მაკფადენი, ხოლო თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერია გაეწელა და ისიც გვიან დაგვემატება. 27 ივნისამდე ჩვენთან ერთად ვერ ვარჯიშობს გოგა ბითაძე. მას ძალიან სურს ჩვენს გვერდში ყოფნა, ის უკრაინასთან და ესპანეთთან ითამაშებს. ამ ეტაპზე ვინც გვყავს ძალიან ბევრს შრომობს. მაგალითისთვის გიორგი შერმადინი, რომელიც ვარჯიშებისასაც და მოედნის მიღმაც ბევრს აკეთებს გუნდისთვის. რაც შეეხება უკრაინასთან მატჩის ტაქტიკას, ყველას შეუძლია თავისი სტრატეგია განსაზღვროს. მთავარია, მე მჯერა ჩემი კალათბურთელების, მათ ბევრი რამ შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის G ჯგუფში საქართველო 4 შეხვედრიდან 3 მოგებით ლიდერობს. თითო მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული ესპანეთსა და უკრაინას, რომლებსაც შესაბამისად 3 და 1 გამარჯვება აქვთ მოპოვებული. ბოლო ადგილზეა ოთხივე წაგების მქონე ჩრდილოეთ მაკედონია. წინა ფანჯრის გამოტოვებული მატჩი, უკრაინა-ესპანეთი 7 ივლისს გაიმართება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბათუმის დინამო სტეფან დენკოვიჩმა დატოვა

კაცი, რომელმაც ჰერმენოიტიკა დღის წესრიგად აქცია: დედამიწის სრული წრე მზის გარშემო განგაშის სინგალია, რადგან ლეოს კარიერის დაისს შენობით დავუწყეთ ლაპარაკი – მესი 35 წლის გახდა!