34 წლის ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.
წლის დასკვნითი სუპერტურნირის მე-12 დღეს ქართველმა ექს-ოძეკმა მე-7 მაეგაშირა ჩიოშომას დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა.
ქართველმა სუმოისტმა კიუშუ ბაშოს 4 სასტარტო დღე ტრავმის გამო გამოტოვა და მართალია, მას მერე 4 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა, მაინც გაცილებით ახლოსაა უარყოფით ბალანსთან.
ლევან გორგაძეს ჯამში 7 წაგება გააჩნია და იმისთვის, რომ საშემოდგომო სუპერტურნირის თავზე სარეიტინგო წინსვლა ჰქონდეს, დარჩენილი 4-ვე ორთაბრძოლის მოგება სჭირდება. არის უფრო მნიშვნელოვანი მიზანიც: მინიმუმ 5 გამარჯვების დაფიქსირების შემთხვევაში, გორგაძე ელიტარულ მაკუუჩი დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს, საწინააღმდეგო ვარიანტში კი, ჯურიოში დაქვეითდება.
ხვალ, ტოჩის მეტოქე მე-16 მაეგაშირა სადანოუმი იქნება.
GIPHY App Key not set. Please check settings