საქართველოს ნაკრებისა და თურქული “ჰათაისპორის” ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე მიმდინარე სეზონს მაღალ დონეზე ატარებს, რაც რა თქმა უნდა სასიხარულოა ქართველი ქომაგისათვის.
„ჰათაისპორის“ ქართველმა ლეგიონერმა თურქეთის ჩემპიონატის 7 შეხვედრაში 3 გოლი და 4 ასისტი გააკეთა, რამაც ქართველი ფეხბურთელი ,,Bein Sport“-ის მიხედვით, ჩემპიონატის საწყისი 8 ტურის საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შეიყვანა.
ის ამ გუნდში ისეთ ფეხბურთელებთან ერთადაა, როგორებიც არიან : ალექსანდერ პეშიჩი, ჯოსეფ დე სოუზა, მარიო ბალოტელი და სხვა.
გიორგი მიქაუტაძე ბელგიის ჩემპიონატის მე-10 ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
სპორტულმა პორტალმა „სოპა სქორმა“ „სერენის“ ქართველ თავდამსხმელს 10-ბალიან სისტემით 9,2 ქულა დაუწერა, რაც ძალიან იშვიათი რამაა. გაგახსენებთ, გიორგიმ „ვარეგემთან“ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ის ბუნებრივია ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.
9,2 ქულა „სოპა სქორმა“ ბოლო წლებში ზოგადად ქართველ ფეხბურთელს პირველად დაუწერა.
გიორგი მიქაუტაძე: მეტის გატანაც შემეძლო, მაგრამ გოლები შემოვინახე
GIPHY App Key not set. Please check settings