in ,

ერთი ტოპ გუნდი გერმანიიდან და ორიც ინგლისიდან: როგორ განიცადა კვარაცხელიამ არშემდგარი ტრანსფერი

ყაზანის „რუბინის“ სპორტული დირექტორი ოლეგ იარონოვსკი მოყვა, თუ როგორ განიცდიდა ხვიჩა კვარაცხელია ევროპის ტოპ ლიგაში არშემდგარ ტრანსფერს.

რა 3.5 გუნდი იყო (ვისაც ხვიჩა აინტერესებდა)?

ერთი ბუნდესლიგის ტოპ კლუბი და ორი ტოპიც ინგლისის პრემიერლიგიდან. რომელიმე მათგანი რომ საბოლოო წინადადებით მოსულიყო, ჩვენ 100%-ით გავუშვებდით. მაგრამ არ მოსულან.

გასაგებია, რატომ?

ხვიჩა – დიდი, სუპერნიჭიერია ფეხბურთელია, რომელიც აუცილებლად გადავა ევროპის ტოპ გუნდში. უბრალოდ ევროპის ტოპ კლუბისთვის ქართველის ყიდვა რუსეთიდან სერიოზული ნაბიჯია, რაზეც კლუბი უნდა წავიდეს. დრო და მოთმინება იყო საჭირო. სამწუხაროდ, ჩვენ, არავის არ გვაქვს მოთმინების უნარი და ყველამ დაიწყო ხვიჩას გაყიდვა უკვე მაისში, როდესაც კონკრეტული საერთოდ არაფერი ყოფილა.

ელაპარაკეთ ხვიჩას? შეეცადეთ აგეხსნათ?

კი. მე მას ვუთხარი: „თუ იქნება წინადადება, გავიშვებთ“. მაგრამ ლაპარაკით საქმეს ვერ უშველი თუ ჭორები ყოველდღე გაჩნდება. ხვიჩა დამშვიდდა, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

4 ქართველი ტურის სიმბოლურში

კიტეიშვილის დაბრუნებას აპრილში ელიან