in

ეკოპროტესტი ინგლისში: შეაჩერეთ ნავთობი – ბიჭი მოედანზე შეიჭრა და კლიტეთი თავი ძელზე მიიბა

პრემიერლიგაში „ევერტონისა“ და „ნიუკასლის“ მატჩისას, უჩვეულო რამ მოხდა: 50-ე წუთზე მოედანზე მაყურებელი შევარდა და დემონსტრაციულად მიიბა თავი კარის ძელთან, კისერზე კი კლიტე დაიდო.

ბიჭს ნარინჯისფერი მაისური ეცვა წარწერით: „უბრალოდ შეაჩერეთ ნავთობი“.

სტიუარდებმა ბოქლომის მოხსნა ვერ მოახერხეს – ინსტრუმენტების მოშველიება გახდა საჭირო.

პროტესტი დაახლოებით 7 წუთს გაგრძელდა. როდესაც ეს ბიჭი მოხსნეს, მოედანზე კიდევ ერთი გულშემატკივარი შევარდა და აქტივისტს დაარტყა.

მოულოდნელი გმირის მოქმედება ახსნა ტვიტერ-ექაუნთმა Just Stop Oil.
„Just Stop Oil-ის ახალგაზრდა მომხრე მოედანზე შევარდა, რათა ჩვენი ჯგუფის ყურადღება მიექცია: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს საწვავის ყოველგვარი სახეობის მოპოვება-დამუშავების ყველა ახალი პროექტი“.

პროტესტანტი ბიჭი 21 წლის ლუი აღმოჩნდა.

საწვავმოწინააღმდეგე დაჯგუფება მიიჩნევს, რომ ამდენი წიაღისეულის მოპოვებით მომავალი საშინელი იქნება და რომ კლიმატი ინგრევა. მათ სურთ წინააღმდეგობა გაუწიონ ჩრდილოეთის ზღვაში მიმდინარე ახალი ნავთობსაბადოების დაფინანსებას.

სხვათა შორის, „არსენალისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაშიც აქტივისტი შეეცადა ძელთან თავის მიბმას, მაგრამ ის დროულად შეაჩერეს.

„ევერტონმა“ და „ნიუკასლმა“ კი თამაში 14 წუთის დამატებით დაასრულეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ელჩესთან ვალენსიას კარს მამარდაშვილი დაიცავს

რამდებს შოულობენ მწვრთნელები პრემიერლიგაში? ტუხელი 5-ეულშიც არ არის – გრცხვენოდეთ!