ევრო 2020-ზე 30 წლამდე ასაკის კაპიტნებიც იქნებიან. ბუნებრივია, ისინი საკუთარი გუნდის ლიდერები თუ არა, გამორჩეული მოთამაშეები არიან.
ყველაზე ახალგაზრდები არიან ენდრიუ რობერტსონი (44 მატჩი შოტლანდიის ნაკრებში), ჰარი კეინი (54 შეხვედრა ინგლისის ნაკრებში) და გრანიტ ჯაკა (93 თამში შვეიცარიის ნაკრებში).
რობერტსონი და კეინი უკვე საკმაოდ გამოცდილი ლიდერები გახლავან – ორივემ კაპიტნის სამკლაური 2018 წელს მიიღო.
ვნახოთ ახალგაზრდა კაპიტნების ხუთეული, ასაკი დღევანდელი, 5 ივნისის მონაცემების მიხედვით წერია.
ენდრიუ რობერტსონი
27 წელი და 100 დღე
ჰარი კეინი
27 წელი და 326 დღე
გრანიტ ჯაკა
28 წელი და 265 დღე
ედენ აზარი
30 წელი და 164 დღე
ჯორჯინიო ვეინალდუმი
30 წელი და 265 დღე
GIPHY App Key not set. Please check settings