in ,

ვარსკვლავები, რომლებსაც ევრო 2020-ზე ვერ ვიხილავთ

ისე ხდება ხოლმე, რომ ყველა დიდ ტურნირს აკლდებიან მაგარი ფეხბურთელები. უმეტესობა ტრავმის მიზეზით და ზოგიერთიც მწვრთნელის ახირების გამოისობით. გამონაკლისი არც დამდეგი ევროპის პირველობაა. სხვადასხვა ქალაქების მოედნებზე ბევრ ჯიგარს ვერ ვნახავთ.

მარკ ანდრე ტერ შტეგენი (გერმანია)
ის ფაქტი, რომ ტერ შტეგენი „ევროს“ გამოტოვებს, ნამდვილად დიდი დარტყმაა გერმანიის ნაკრებისათვის. მიზეზი საოპერაციო მუხლია. ოპერაციის შემდეგ ტერ შტეგენს ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პერიოდი ელის წინ, რის გამოც მან შეიძლება მომდევნო სეზონის დასაწყისიც გამოტოვოს.


ნიკ პოუპი (ინგლისი)
ინგლისელმა გოლკიპერმა „ბარნლის“ რიგებში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და სეივების 77%-იანი მაცვენებლით პრემიერლიგასაც ულიდერა. გარეთ საუთგეიტი მას მთავარ მეკარედ მოიაზრებდა, თუმცა მაისის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პოუპს მუხლზე ოპერაცია ესაჭიროება.

კეპა არისაბალაგა (ესპანეთი)
უეფას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორების გოლკიპერი „ევრო 2020“-ს ესპანელთა მთავარი მწვრთნელის არჩევანის გამო გამოტოვებს. ლუის ენრიკემ კეპას „ბრაიტონის“ მეკარე რობერტ სანჩესი ამჯობინა. მან „ევროზე“ დევიდ დე ხეა და უნაი სიმონიც გამოიძახა, ასე რომ, არისაბალაგას ადგილი „ფურია როხაში“ არ აღმოჩნდა.

დანი კარვახალი (ესპანეთი)
ტრავმა, რომლის გამოც ევროპირველობას დააკლდება, კარვახალმა „ჩელსისთან“ პირველ ნახევარფინალურ მატჩში მიიღო. აღსანიშნავია, რომ ესპანელმა ტრავმის გამო წინა ევროპის ჩემპიონატიც გამოტოვა.

სერხიო რამოსი (ესპანეთი)
რამოსს საკმაოდ რთული სეზონი ჰქონდა, ამიტომ მან და ესპანელთა დამრიგებელმა ლუის ენრიკემ გადაწყვიტეს, რომ ჯობს სერხიომ „ევრო 2020“ გამოტოვოს. რამოსი ესოანეთის ნაკრებში ლაპორტამ ჩაანაცვლა, რომელმაც ახლახან მიიღო ესპანეთის მოქალაქეობა.

ვირხილ ვან დეიკი (ნიდერლანდები)
გასული წლის შემოდგომაზე მიღებული ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციის პროცესს ვან დეიკი ახლაც გადის. ამიტომ ბუნებრივია ნიდერლანდელმა ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება გადაწყვიტა, რათა ახალი ტრავმის მიღების რისკი მინიმუმამდე დაეყვანა.

ალესიო რომანიოლი (იტალია)
„მილანის“ მცველი იტალიის ნაკრებში მის პოზიციაზე არსებული უდიდესი კონკურენციის გამო დაიჩაგრა. საბოლოოდ „სკუადრა აძურას“ ღირსებას წელს ჯორჯო კიელინი, ალესანდრო ბასტონი და ფრანჩესკო აჩერბი დაიცავენ.

ჯერომ ბოატენგი (გერმანია)
იოაჰიმ ლიოვმა ბოატენგის ნაკრებში გამოძახება ჯერ კიდევ 2019 წელს შეწყვიტა, ისევე როგორც მადს ჰუმელსის და თომას მოულერის. თუმცა ეს უკანასკნელები ევროპირველობაზე მაინც გამოიძახეს. რაც შეეხება ბოატენგს, მას ტურნირისთვის თვალის დევნება შორიდან მოუწევს.

ფერლან მენდი (საფრანგეთი)
„რეალის“ მცველი სხვა ბევრის მსგავსად ტურნირს ტრავმის გამო გამოაკლდება. მენდიმ მაისის დასაწყისში მიიღო დაზიანება, რომლის გამოც მოედანზე შესაძლოა ვერც მომდევნო სეზონის დასაწყისში გავიდეს.

ტეო ერნანდესი (საფრანგეთი)
დიდიე დეშამის გადაწყვეტილებით, „ევრო 2020“-ზე ვერც ტეო ერნანდესს ვიხილავთ. სამაგიეროდ დეშამმა ნაკრებში მისი ძმა, ლუკი გამოიძახა.

საულ ნიგესი (ესპანეთი)
მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს შესაძლო 26 ფეხბურთელიდან განაცხადში მხოლოდ 24 ჰყავს, „ატლეტიკოს“ ნახევარმცველის ადგილი ესპანეთის ნაკრებში მაინც არ მოიძებნა.

მარკო როისი (გერმანია)
მძიმე და გადამღლელი სეზონის შემდეგ ტრავმებისაკენ მიდრეკილმა მარკო როისმა გადაწყვიტა ზედმეტად არ გარისკოს და ევროპირველობა გამოტოვოს.

ჯესი ლინგარდი (ინგლისი)
მიუხედავად იმისა, რომ ლინგარდმა „ვესტ ჰემის“ რიგებში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა და განსაკუთრებით სეზონის მეორე ნახევარში გამოირჩა, ინგლისის ნაკრებში არსებული უდიდესი კონკურენციის დაძლევა მაინც ვერ შეძლო.

ჯეიმს მედისონი (ინგლისი)
ლინგარდის მსგავსად, მედისონიც ნაკრებში არსებულ უდიდეს კონკურენციას ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ მას ცუდი სეზონი არ ჰქონია, ეს ნაკრებში მოსახვედრად საკმარისი შედეგი არ აღმოჩნდა.

ენტონი მარსიალი (საფრანგეთი)
„მანჩესტერის“ ვარსკვლავს საკმაოდ რთული მუხლის ტრავმა აქვს, რის გამოც ის ევროპირველობას დააკლდება. სწორედ მარსიალის არყოფნის გამო, დიდიე დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში კარიმ ბენზემას დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი)
39 წლის ზლატანი, რომელმაც შესანიშნავი სეზონი ჩაატარა „მილანის“ რიგებში, შვედეთის ნაკრებში 2016 წლის შემდეგ პირველად გამოიძახეს. თუმცა ვეტერანმა ვარსკვლავმა ტრავმა მაისში, „იუვენტუსთან“ გამართულ მატჩში მიიღო, რის გამოც „ევრო 2020“-ზე თავის გუნდს ვერ დაეხმარება.

მოიზე კინი (იტალია)
კინს პსჟ-ში კარგი შედეგი ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს რობერტო მანჩინი თავის შესაძლებლობებში ვერ დაარწმუნა, რადგან მან ნაკრებში მოიზეს მაგიერ „სასუოლოს“ ფორვარდი, ჯაკომო რასპადორი გამოიძახა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევრო 2020-ის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნები

წავაგეთ: ნიდერლანდების ტოლი და სწორი არ ვართ – 0:3