დიეგო ლორენტე კორონავირუსით დაინფიცირდა. ეს მეორე შემთხვევაა ესპანეთის ნაკრებში სერჟიო ბუსკეტსის შემდეგ.
შვედეთის ნაკრების ორმა ფეხბურთელმა დადებითი ტესტი ჩააბარეს კორონავირუსზე, ამის შესახებ მათ ვარჯიშზე შეიტყვეს. ესენი გახლავთ „იუვენტუსის“ დეიან კულუშევსკი და „ბოლონიელი“ მატიას სვანბერგი.
ოლივიე ჟირუს 5 გოლი უკლია ტიერი ანრის რეკორდამდე საფრანგეთის ნაკრებში. ის ზიდანს დაეწია ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით.
ფილ ფოდენმა ვარცხნილობა ევრო 1996-ზე პოლ გასკოინის სტილში გაიკეთა.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელები კოპა ამერიკაზე მონაწილეობაზე დათანხმდნენ.
მარიო ბალოტელი შესაძლოა „ადანაში“ გადავიდეს. თურქულმა კლუბმა იტალიელ ფორვარდს 3-წლიანი კონტრაქტი შეთავაზა.
„ჩელსი“ ჰაკიმის გამო პსჟ-ს შეებრძოლება. „ინტერს“ ორივემ 60 მლნ ევრო შეთავაზა. სიტუაციას „ბაიერნიც“ აკვირდება.
„ატლეტიკო“ განიხილავს ვლაოვიჩის („ფიორენტინა“) ვარიანტს ლაუტარო მარტინესის ალტერნატივად.
მარეკ ჰამშიკმა „ტრაბზონთან“ კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელფასი 1.5 მილიონი ევროა წელიწადში.
პსჟ დონარუმას სერია ა-ს გუნდს იჯარით მისცემს. პარიზელებს არ სურთ კონფლიქტი კლუბში.
„მანჩესტერი“ მოლაპარაკებებს დაიწყებს პოგბასთან ახალ კონტრაქტზე. კლუბი შიშობს, რომ ფეხბურთელს უფასოდ დაკარგავს.
„რეალმა“ შესაძლოა ბრაიმი „მილანს“ მიყიდოს 30 მლნ ევროდ გამოსყიდვის ოფციით. კლუბს არ სურს ფორვარდის დაკარგვა.
„მილანს“ „ჩელსის“ ზიეში აინტერესებს.
„რომადან“ შეიძლება 15 ფეხბურთელი წავიდეს. კლუბს სურს დაახლოებით 70 მლნ ევროს ეკონომია ხელფასებზე.
„ბარსელონას“ რაჰიმ სტერლინგის გაფორმება სურს.
„ბარსელონას“ წარმომადგენლები შეხვდნენ მარეზისა და გიუნდოგანის აგენტებს.
ლუკა მოდრიჩი ზედიზედ მე-9-ედ ხორვატიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ეკვადორის ნაკრების მეკარემ ყვითელი ბარათი მიიღო იმის გამო, რომ შეეცადა ექიმებს დახმარებოდა ტრავმირებული ფეხბურთელის საკაცეზე მოსათავსებლად.
GIPHY App Key not set. Please check settings