in ,

ვიდეო: არაბულის მაკრატელა საბერძნეთში საუკეთესოდ აღიარეს

ბერძნული “ლამიას” ქართველი თავდამსხმელის ბაჩანა არაბულის თესალონიკის “არისის” კარში გატანილი მაკრატელა საბერძნეთის სუპერლიგის განვლილი სეზონის საუკეთესოდ დასახელდა.

გამოკითხვა სუპერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გულშემატკივრებს შორის ჩაატარა და არაბულმა ხმების 52.87 % მიიღო.

არაბულმა სეზონის საუკეთესო გოლი მიმდინარე წლის 5 იანვარს, “არისის” წინააღმდეგ გაიტანა. ამ შეხვედრაში მან დუბლი შეასრულა – ჯერ პენალტით გახსნა ანგარიში და შემდეგ ბურთი სალონიკელთა კარში მაკრატელა დარტყმით შეაგდო.

ბაჩანა არაბულის მაკრატელა (მეორე გოლი)

ბაჩანა არაბული “ლამიას” გასული სეზონის წინ შეუერთდა და სუპერლიგაში 21 თამაშში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა. მას ბერძნულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება.

არაბულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროს ბიჭებს კორონა დაერიათ, ჟირუ ეძახე და არ წამოეწია ზეფეხბურთელებს – ამბები მოკლედ

ხვიჩა კვარაცხელია: ჩემთვის ფეხბურთი სიყვარულია – ოცნება ჩემპიონთა ლიგის მოგებაა