in ,

Mundo deportivo: ერთი მეკარე გუნდს დატოვებს და მამარდაშვილი ვალენსიას მესამე მეკარე იქნება

20 წლის ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის “ვალენსიაში” ტრანსფერს ავტოტიტეტული ესპანური გამოცემა Mundo deportivo ეხმაურება.

197 სმ სიმაღლის მეკარის კონტრაქტის პირობები ასეთია: ის “ვალენსიაში” თბილისის “დინამოდან” ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს და “ღამურებს” მისი გამოსყიდვის ექსკლუზიური უფლება ექნებათ. როგორც გამოცემა წერს, მამარდაშვილი ძირითად გუნდთან ერთად მოემზადება და სარეზერვო გუნდში თამაშებს.

ესპანურ მედიაში წერენ იმასაც, რომ “ვალენსიას” სამი მეკარიდან ერთ-ერთს კლუბის დატოვება მოუწევს. ყველაზე მეტად იასპერ სილესენზე იწერება და მამარდაშვილი “ვალენსიას” მესამე მეკარე იქნება.

გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოს” საკუთრებაა, მაგრამ ბოლო სეზონები იჯარის წესით თბილისის “ლოკომოტივში” ჩაატარა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მუხიანიდან მიუნხენამდე: ნიკა ნოზაძე ბაიერნმა შეარჩია

ევროს ბიჭებს კორონა დაერიათ, ჟირუ ეძახე და არ წამოეწია ზეფეხბურთელებს – ამბები მოკლედ