საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე კარგი განწყობით მიემგზავრება. ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ტაჯიკეთი 10:1 გაანადგურა.
“ჯვაროსნების” რიგებში საუკეთესო ნატურალაზირებული ბრაზილიელი ფეხბურთელი ელისანდრო იყო, რომელმაც ოთხჯერ აიღო მეტოქე გუნდის კარი. მის გარდა საქართველოს ნაკრებში გოლებით თავი: თალესმა, ნიკოლოზ კურტანიძემ(2), ვილიან ლორენსუმ, გიორგი ღავთაძემ და ირაკლი თოდუამ გამოიჩინეს.
ტაჯიკეთთან პირველი მატჩი საქართველომ 6:2 მოიგო.
აღნიშნულ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდს მიკროტრავმის გამო ერთ-ერთი ლიდერი რონინიო ვერ ეხმარებოდა, თუმცა როგორც სამწვრთნელო შტაბში ამბობენ სერიოზული არაფერია და ის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მეტოქეები ესპანეთი, აზერბაიჯანი და ბოსნია-ჰერცოგოვინა იქნებიან.
GIPHY App Key not set. Please check settings