in

ევროპის სუპერლიგის რებრენდინგი: ახალი სახელი, ახალი ფორმატი

ევროპის სუპერლიგა ახალი სახელწოდებით გააგრძელებს არსებობას – ახლა მას გაერთიანებული ლიგა (The Unify League) ჰქვია. ხელმძღვანელობა მოლაპარაკებებს აწარმოებს ფიფასთან და უეფასთან ტურნირის აღიარებაზე.

განახლებული ფორმატი

იქნება მონაწილეების ყოველწლიური შერჩევა ეროვნული ჩემპიონატების შედეგების საფუძველზე. ჩამოყალიბდება ოთხი დივიზიონი, რომელშიც 96 კლუბი გაერთიანდება.

პირველი ორი დივიზიონი (Star и Gold) – ევროპის საუკეთესო კლუბებისთვისაა. თითოში 16 მონაწილე, რომლებიჩ ორ ჯგუფად დაიყოფიან. მესამე და მეოთხე დივიზიონებში (Blue и Union) 32-32 გუნდი ითამაშებს – აქაც იგეგმება რვაგუნდიან ჯგუფებად დაყოფა.

სეზონის შედეგების მიხედვით ოთხ-ოთხი საუკეთესო გუნდი Star-ის და Gold-ის დივიზიონებიდან პლეი ოფში გავლენ და ერთმანეთში ითამაშებენ. ნახევარფინალებისა და ფინალის ჩატარება ერთ ქვეყანაში იგეგმება.

როდის ითამაშებენ

განრიგი ჩვეილებრივი იქნება: მატჩები გაიმართება შუა კვირას, რათა არ დაემთხვას ეროვნული ჩემპიონატების ტურებს. ჩატარების ვადებია – სექტემბრიდან მაისამდე. გაერთიანებული ლიგა დიდწილად ჰგავს უეფა-ს ევროთასების ახალ ფორმატს.

მატჩების უფასო ჩვენება

გაერთიანებულ ლიგაში იქნება ცალკე სამაუწყებლო პლატფორმა Unify. პირდაპირი რეპორტაჟების გარდა, იგეგმება ჰაილაითების ჩვენება, მატჩების ანალიზი და ექსკლუზიური კონტენტი თითოეული კლუბისთვის და ვარსკვლავური ფეხბურთელებისთვის.

Unify საშუალებას მისცემს გულშემატკივრებს ყველა მატჩი უფასოდ იხილოს პირდაპირ ეთერში. ასევე იქნება ფასიანი გამოწერები – მცირე რაოდენობის რეკლამით, ყურების გაფართოებული ფუნქციებით, სტატისტიკით რეალურ დროში და სხვა ინტერაქტიური ოპციებით.


გაერთიანებულ ლიგას ოფიციალური აღიარებისთვის კავშირი აქვს უეფასთან და ფიფასთან. კომპანია A22-მ, რომელიც დაკავებულია პროექტის განვითარებითა და პოპულარიზაციით, 20-გვერდიანი ოფიციალური წერილი გაგზავნა უეფაში ტურნირის ჩაშვების ოფიციალური უფლებისთვის. დოკუმენტის ასლი ასევე მიიღეს ფიფამ და ევროკომისიამ. ტურნირის ორგანიზატორებს სურთ შეესაბამებოდნენ ევროპულ სპორტულ მოდელს.


გაერთიანებული ლიგა არ დაიწყება 2026 წლამდე. ამ მომენტისთვის მას არ სურს უეფასა და გულშემატკივრების გაღიზიანება.

ტურნირის გენერალურმა დირექტორმა ბერნდ რაიჰარტმა რამდენიმე განცხადება გააკეთა.

გაერთიანებული ლიგა, სავარაუდოდ, არ დაიწყება 2025-26 წლების სეზონიდან: „ჯერ ძალიან ადრეა. არაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ მომავალ სეზონში სტარტი ძალიან ამბიციური მეჩვენება“.

დახურული სისტემა, როგორიც MLS-შია, არ იქნება: „ახალ ტურნირში ნამდვილად არ იქნებიან მუდმივი მონაწილეები. ყველამ უნდა გაიაროს კვალიფიკაცია ან მოხვდნენ ტურნირზე შიდა ლიგებში გამოსვლის საფუძველზე. გამონაკლისი იქნება ტურნირის გამარჯვებული, რომელსაც გარანტირებული ექნება მონაწილეობა“.

დღეს გაერთიანებული ლიგა უეფასთან და ფიფასთან დიალოგს ემხრობა: „უნდა გვესმოდეს, რომ დღეს კლუბები თამაშობენ უეფას ტურნირებზე. ჩვენ არ გვინდა საფეხბურთო სამყაროს გახლეჩა. თითოეული ჩვენი მოქმედება წარსულში საპასუხო რეაქციას იწვევდა. ახლა გვინდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე და ყველა დავარწმუნოთ სისწორეში“.

რაიჰარტს სჯერა, რომ პროექტს მოიწონებენ: „ევროპული სასამართლოს დადგენილებაში არის პარაგრაფი, რომელშიც წერია, რომ სავარაუდო მარეგულირებელმა ორგანომ უსასრულოდ არ უნდა გააჭიანუროს მოწონების პროცესი. ეს უნდა გაკეთდეს გონებრივ ვადებში. ეს არის მრავალი თვის მზადების პროცესი, რათა გულშემატკივრებს წარვუდგინოთ ტურნირი ისე, როგორც ისინი ამას იმსახურებენ. ეს უნდა იყოს ახალი გამოცდილება. ჩვენ არ დავიწყებთ იქამდე, სანამ არ იქნება გარანტიები“.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა ღირს საქართველო: ჯამურად ფასი მომატებულია, გოგლიჩიძის ფასი გავარდა

მოლაპარაკება დაწყებულია: მიქაუტაძე შესაძლოა ზამთარში თურქულ გრანდში აღმოჩნდეს