in

ევროპის დონის გმირი: ქართველი ბიჭი ამტკიცებს როგორ მიიღო ემოციები და ტიტულები – იტალიური მედია კვარაზე

ხვიჩა კვარაცხელიას ზღაპრული დებიუტი იტალიაში კვლავ და კვლავ განხილვის თემაა. „ნაპოლი“ 33 წელიწადი ელოდა სკუდეტოს და ის ჩვენიანის დიდი დახმარებით მოიგო. იტალიური პრესა განაგრძობს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის ქებას.

La Gazzetta dello Sport:
„ჩემპიონატი ყველაზე ლამაზმა გუნდმა მოიგო, ყველაზე ძლიერმა, რომელმაც ყველაზე მეტი გოლი გაიტანა და საუკეთესო დაცვა ჰყავდა. არასოდეს მოუგიათ სკუდეტო ასე მარტივად. ეს ჩემპიონატი იყო ერთი გუნდის მონოლოგი. ამაში თავისი როლი ითამაშა კვარაცხელიამ, უნარიანმა მოთამაშემ, რომელიც ევროპული დონის მთავარი გმირი გახდა“.

Corriere dello Sport:
„დიდი ხნის ნანატრი გამარჯვება და ეს გენიოსის, დიეგო მარადონას გარეშე. კვარა და ოსიმენი წარმოადგენენ ამ გუნდის მანიფესტს. კვარაცხელიას 14 გოლი და 16 საგოლე პასი ბევრს ნიშნავს: ქართველი ბიჭი ამტკიცებს, რომ ფეხბურთისგან შესაძლებელია ემოციების მიღება და ტიტულების მოპოვება შედარებით ნაკლები დანახარჯებით “.

Tuttosport:
„დიეგო მარადონამ დაწერა უნიკალურ სუპერგმირზე აგებული ზღაპარი. ახალი „ნაპოლი“ კი იმის მაგალითი, თუ როგორ უნდა ააშენო გუნდი გააზრებული და გაბედული ნაბიჯებით. რად ღირს მარტო თვითნაბადი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მიქაუტაძე სიმბოლურში კიდევ ერთმა გამოცემამ შეიყვანა

მზადება გრძელდება: ფეხბურთელები ემატებიან და ლეგიონერებიც მალე ჩამოვლენ