in

ევროპა ლიგის სეზონის გუნდი: 7 კაცი ვილიარეალიდან

უეფამ ევროპა ლიგის 2020/21 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

შემადგენლობაში ტურნირის გამარჯვებულის “ვილიარეალის” 7 ფეხბურთელი მოხვდა. ესენი არიან: მეკარე რული, მცველები რაულ ალბიოლი, პაუ ტორესი და ალფონსო პედრასა, ნახევარმცველები დანი პარეხო და ეტიენ კაპუ, ასევე თავდამსხმელი ხერარდ მორენო.

აღსანიშნავია, რომ უეფას მიერ შედგენილი სეზონის გუნდი არა 11, არამედ 23 ფეხბურთელისგან შედგება.

აი სხვები:

მეკარეები: ლივაკოვიჩი (ზაგრები), პაუ ლოპესი (რომა)

მცველები: მაგუაირი (მანჩესტერი), ვან-ბისაკა (მანჩესტერი), მანჩინი (რომა), სპინაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), პელეგრინი (რომა), პოგბა (მანჩესტერი), ორსიჩი (ზაგრები), პროვოდი (სლავია), მაკტომინაი (მანჩესტერი)

თავდამსხმელები: კავანი (მანჩესტერი), ტადიჩი (აიაქსი), ჯეკო (რომა), პეპე (არსენალი)

“ვილიარეალისთვის” ეს პირველი ტიტულია ისტორიაში. მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, ასევე ელოდება ევროპის სუპერთასის ფინალი.

ყველაზე პატარა ქალაქი და სარეკორდო პენალტები – ფინალის საინტერესო ფაქტები

შეგახსენებთ, 26 მაისს, გდანსკში, “ვილიარეალმა” ფინალში “მანჩესტერს” მარათონულ პენალტების სერიაში 11:10 აჯობა, ძირითადი დრო კი 1:1 დასრულდა.

98-წლიანი ლოდინის დასასრული და ისტორიული გამარჯვება: ნერვების ომი და ვილიარეალი ევროპა ლიგის გამარჯვებულია

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

2 წლის შემდეგ: ალეგრი იუვეში დაბრუნდა

აწი სტუმრად გინდ გაგიტანია და გინდ არა, 5 ცვლილება გრძელდება, იტალია წაუგებელია – ამბები მოკლედ