in

აწი სტუმრად გინდ გაგიტანია და გინდ არა, 5 ცვლილება გრძელდება, იტალია წაუგებელია – ამბები მოკლედ

ზიდანის წასვლის შესახებ პირველმა “რეალის” ფეხბურთელებმა გაიგეს. ფრანგმა ყველას ჩამოურეკა და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა კლუბის ბოსებს გადაწყვეტილების შესახებ.

“რეალმა” ალაბა გაიფორმა, კონტრაქტი 5-წლიანია. მადრიდელები მოლაპარაკებებს მართავენ ანტონიო კონტესთან 2-წლიან თანამშრომლობაზე.

“ინტერს” 70 მილიონი ევრო უნდა ჰაკიმის სანაცვლოდ. პსჟ-მ ფეხბურთელს წლიურად 8-მილიონიანი კონტრაქტი შეთავაზა.

იტალიის ნაკრებმა ამხანაგურში 7:0 მოუგო სან მარინოს. “სკუადრა აძურას” ზედიზედ 26 მატჩია არ წაუგია. საკუთარ რეკორდამდე 4 თამაში რჩება.

ლუჩანო სპალეტი “ნაპოლის” ჩაიბარებს.

უეფამ გასვლით მატჩებში გატანილი გოლის წესის გაუქმება დაამტკიცა. ახლა აღმასკომის თანხმობაა საჭირო.

“ბარსელონა” მზადაა კოუტინიო გაყიდოს ზაფხულში.

სულშერს სურს “მანჩესტერში” იხილოს სანჩო, კეინი, რაისი და პაუ ტორესი.

მოურინიომ კრიშტიანოს “რომაში” მისვლა შეთავაზა (La Stampa).

“ლივერპულმა” გამოაცხადა “ლაიპციგის” მცვლის კონატეს ტრანსფერის შესახებ.

“ჩელსიმ” მოლაპარაკებები გამართა ლუკაკუს აგენტებთან (Het Laatste Nieuws).

“ვენეცია” სერია ა-ში გადავიდა, ეს გუნდი იტალიის უმაღლეს ლიგაში 19 წელია არ ყოფილა.

იან ობლაკი ესპანეთში მაისის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

“პარმას” სურს ბუფონი დაიბრუნოს.

ხამეს როდრიგესი არ შეიყვანეს კოლუმბიის ნაკრების შემადგენლობაში არასათანადო ფიზიკური ფორმის გამო. გაწბილებული ფეხბურთელი კოპა ამერიკას გამოტოვებს.

“ატალანტას” სურს ილიჩიჩი 10 მილიონ ევროდ გაყიდოს.

ერთ მატჩში 5 ცვლილების წესი 2022 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს.

დორტმუნდის “ბორუსიას” ფორვარდმა ერლინგ ჰაალანდმა “ბოკა ხუნიორსის” მაისურით ფოტო აჩვენა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ევროპა ლიგის სეზონის გუნდი: 7 კაცი ვილიარეალიდან

სკანდალი ქართულ რაგბიში: დიდ 10-ში მსაჯები გაიფიცნენ