ევროკავშირის ქვეყნები სუპერლიგის წინააღმდეგ გამოვლენ.
ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის მთავრობა და პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი განცხადებით გამოვლენ სუპერლიგის წინააღმდეგ, რადგან მიაჩნიათ, რომ ტურნირი არ ეფუძნება მერიტოკრატიის პრინციპებს. ანალოგიური განცხადებით შესაძლოა გამოვიდნენ იტალიისა და გერმანიის ხელისუფლებაც.
Politico-ის ინფორმაციით, განცხადებას ხელი მოაწერა ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ ესპანეთის გარდა.
Cadena SER წერს,რომ ესპანეთის მთავრობა გეგმავს ევროკავშირის ყველა, 27-ვე წევრი ქვეყნის სპორტის მინისტრებს შეხვდეს. სავარაუდოდ ეს შეხვედრა მას შემდეგ შედგება, რაც მადრიდის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს. სასამართლოს განაჩენის გახმოვანების თარიღად 14 მარტი დაითქვა.
GIPHY App Key not set. Please check settings