in ,

დღეს ვამაყობთ: თამაშამდე ხვიჩას დააჯილდოვებენ – ყოველთვის მქონდა იმედი, რომ გულშემატკივრებს კვლავ შეუყვარდებოდათ ნაპოლი

დღეს იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის 3 მატჩია. რადგან მომდევნო კვირაში „ნაპოლის“ ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთი მატჩი უწევს, ამიტომ დღეს ითამაშებს. ნეაპოლელები ადრე დაიწყებენ დღევანდელ შეხვედრას (17:00 საათზე) – საშინაო „მარადონაზე“ „სპეციას“ მიიღებენ. მეტოქე ერთი შეხედვით ურთულესი არ არის, მაგრამ ამან გულშემატკივარი არ უნდა მოატყუოს. ერთი, რომ იტალიაში ყველა მებრძოლი გუნდია, მეორე 5 ქულა აქვს (მარტო „ინტერთან“ და „იუვენტუსთან“ წააგო) და მესამეც, გავიხსენოთ „ნაპოლიმ“ შინ „ლეჩესაც“ ვერ მოუგო. ამას დავუმატოთ ისიც, რომ გასულ სეზონში „სპეციამ“ მოახერხა“ ნაპოლის“ სტუმრად დამარცხება. ისე კი კვარაცხელიას გუნდი მშვენიერ ფორმაში და ხასიათზეა. დაუმარცხებელი „ნაპოლი“ მე-2-3 ადგილებს იყოს „მილანთან“ და 2 ქულით ჩამორჩება „ატალანტას“.

მატჩი კი ჩვენთვის საამაყოდ დაიწყება. აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელად მიჩნეულ ქართველ ფეხბურთელს თამაშამდე პრიზს გადასცემენ.
აი ათამაშებს თუ არა ლუჩანო სპალეტი ჩვენიანს თუ გადაწყვეტს დაასვენოს და ზოგადად ისევ მიმართოს როტაციას, მალე ვნახავთ. მართალია წინაზე არ გაამართლა, მაგრამ გადატვირთული კალენდრის გამო მაინც მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები, მით უმეტეს, ახლა სიმეონეც დაემატა. თუმცა ისიც არის, რომ ხვიჩა ყოველთვის ნაადრევად გაყავს მოედნიდან და შესაძლოა დღეს ისევ ძირითადში ათამაშოს და მერე ტრადიციულად შეცვალოს. თან არ იქნება დაშავებული ვიკტორ ოსიმენსიც.

თამაშამდე ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა:

“თითოეულ მატჩში კონცენტრაცია ბოლომდეა საჭირო და არა მხოლოდ მეტოქის სახელიდან გამომდინარე. პრესტიჟული მატჩი ლამაზად ჩავატარეთ, მაგრამ ფინიშამდე რომ მივიდეთ ყოველთვის ერთნაირი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს.
ჩვენ გვყავს თანაბრად ძლიერი მოთამაშეები, რომლებსაც შეუძლიათ ოსიმენის არყოფნის ანაზღაურება. სიმეონე და რასპადორი კარგად მუშაობენ.
მეტოქეს ბევრი შესაძლებლობა არ უნდა მივცეთ და ვიყოთ ისეთივე სრულყოფილები, როგორიც „ლივერპულთან“.
თითოეული მატჩი 3 ქულაა და რადგან ამბიციურები ვართ, უნდა მოვიგოთ არა მხოლოდ ის თამაშები, რომლებიც ყურადღების ცენტრში გვაქცევს, უნდა ვეძებოთ გამარჯვება მეტოქის სახელის მიუხედავად და ვკონცენტრირდეთ საკუთარ შესაძლებლობებზე.
იყო კონკურენტუნარიანი ნიშნავს იყო კონკურენტუნარიანი გრძელვადიან პერსპექტივაში. მომავალი მატჩები გვაჩვენებს ვინ ვართ ჩვენ და არა ის, რაც უკვე ვითამაშეთ.
ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ჩვენს გულშემატკივრებს კვლავ შეუყვარდებოდათ „ნაპოლი“. მათი წვლილი და მათი ემოციური ლტოლვა შეიძლება ფუნდამენტური იყოს“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დინამომ დინამოს გადაასწრო: წავიდნენ და საქართველოს ჯამური ფასი შემცირდა

მამარდაშვილმა ისევ კარგად ითამაშა, ვალენსიამ ისევ ცუდად