აქამდე არასდროს მომხდარა, რომ მოთამაშეს 60+ 20+ 10+ დაეფიქსირებინოს, თუმცა ეს ისტორია რამდენიმე საათისწინ ლუკა დონჩიჩმა დაწერა.
“დალასმა” “ნიუ იორკი” 126:121 დაამარცხა, ლუკა დონჩიჩმა კი 60 ქულას 21 მოხსნა და 10 ასისტი წაამატა. ლუკა დაფრინავს და “მავერიქსს” პლეიოფისკენ მიუძღვება!
გოგას გარეშე კი “ინდიანამ” “ატლანტა” 129:114 დაამარცხა.
მოქმედმა ჩემპიონმა “გოლდენ სტეიტმა” კი “შარლოტს” 110:105 მოუგო.
“ლეიკერსმა” “ორლანდოს” 129:110 მოუგო და ლებრონმა ილებრონა – 27 ქულა 7 მოხსნა და 5 ასისტი.
GIPHY App Key not set. Please check settings