in

დონჩიჩის 44 ქულა! გოლდენ სტეიტი ისევ დამარცხდა

გამთენიისას კალათბურთის მოყვარულებს სერიოზული თავშესაქცევი აქვთ და ეს NBA-ს დამსახურებაა.

“დალას მავერიქსმა” “ორლანდოს” უმასპინძლა და 114:105 დაამარცხა. ლუკა დონჩიჩის აქტივში კი 44 ქულა იყო! მისი შეჩერება, უბრალოდ ვერავინ მოახერხა და გუნდს მორიგი გამარჯვება მოუპოვა.

სამაგიეროდ, სტეფ კარის 32 ქულა არ აღმოჩნდა საკმარისი “გოლდენ სტეიტის” გასამარჯვებლად. “დეტროიტმა” მოქმედი ჩემპიონი 128:114 დაამარცხა. მშვენიერი მატჩი ჰქონდა ჯორდან პულსაც, რომელმაც თავი 30 ქულას მოუყარა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

როგორც იქნა, თავისი მატჩი მოიგო ლებრონ ჯეიმსის “ლეიკერსმა”. ზედიზედ 5 მარცხიანი სტარტის შემდეგ მეფე ლებრონის გუნდმა “დენვერ ნაგეთსი” 121:110 დაამარცხა. ლებრონის ანგარიშზე 26 ქულა, 6 მოხსნა და 8 ასისტი იყო. არც იოკიჩს უთამაშია ურიგოდ – 23 ქულა 14 მოხსნა და 6 ასისტი.

“ბოსტონი” 112:94 “ვაშინგტონი”

“კლივლენდი” 121:108 “ნიუ იორკი”

“სან ანტონიო” 107:98 “მინესოტა”

“ფინიქსი” 124:109 “ჰიუსტონი”.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დავიდ ლუისი და ლუის სუარესი ჩემპიონები გახდნენ!

პაბლო მარი: ეს ყველაზე საშინელი მომენტი იყო