in

დინამო და ტაბიძე: საქართველოს უძვირესები

თბილისის „დინამო“ ყველაზე ძვირადღირებული ქართული კლუბია. საქართველოს ჩემპიონატის კლუბების საბაზრო ღირებულება ცნობილმა „ტრანსფერმარკტმა“ განაახლა.

მონაცემები ეროვნული ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე შედგა. ათივე ქართული გუნდის საერთო ფასი სულ რაღაც 42.15 მილიონი ევროა.

ბოლო წლების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა, უთაისის „ტორპედო“ კი სამეულში შევიდა.

დინამო თბილისი – 9,08 მილიონი ევრო
დინამო ბათუმი – 7,48
ტორპედო – 5,38
საბურთალო – 4,64
სამგურალი – 3,43
დილა – 3,08
გაგრა – 3,03
სამტრედია – 2,24
თელავი – 2,08
შუქურა – 1,75

ჩვენი ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი კი თბილისის“ დინამოს“ მცველი ჯიმი ტაბიძეა, რომლის ფასი 1,5 მლნ ევროა. საინტერესოა, რომ ათეულში ზუსტად ნახევარი ლეგიონერები არიან.

ჯემალ ტაბიძე („დინამო“ თბ) – 1,50 მილიონი ევრო
მუსა კონატე („დინამო“ ბთ) – 1,20
ანზორ მექვაბიშვილი (“დინამო“ თბ) – 1.00
ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბთ) – 0,800
გიორგი მოისწრაფიშვილი („დინამო“ თბ) – 0.700
ზორან მარუშიჩი („დინამო“ თბ) – 0,650
თორნიკე ოქრიაშვილი („გაგრა“) – 0.600
არდიტ ტოლი („ტორპედო“) – 0.500
უსმანე კამარა („დინამო“ თბ) – 0.500
ლადო მამუჩაშვილი („დინამო“ ბთ) – 0,500

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიამ ბოლონიელებს ბოლო წამზე მოაგებინა

ბუდუმ გერმანია დაიწყო, კაკაბაძე ათამაშდა, პორტუგალიაში დერბი ვერ შედგა – ლეგიონერები