ეროვნული ლიგის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია. ჩემპიონი, ისტორიაში პირველად, ბათუმის “დინამო” გახდა. შავი ზღვისპირელებმა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მას შემდეგ გაინაღდეს, რაც გასულ ტურში თბილისის “დინამომ” “ეროსი მანჯგალაძეზე” ეროვნულ ლიგა 2-ში გავარდნილ “სამტრედიას” ვერ მოუგო.
“დინამო” დიდი რეორგანიზაცია და ცვლილებები უკვე დაწყებულია და ჩვენთვის ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც სეზონის დასრულების შემდეგ “დინამოს” დატოვებენ.
მათ შორის, ერთ-ერთი იქნება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი თამაში ჩაატარა ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ. მას შემდეგ, ანანიძეს არ უთამაშია და კლუბში მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ.
ანანიძის გარდა, თბილისის “დინამოს” გიორგი ქიმაძე, ფაბიან სპორკლსლედე, ნოდარ იაშვილი, ნოდარ ქავთარაძე და მილან რადინი დატოვებენ.
თბილისის “დინამო” ჩემპიონატს 4 დეკემბერს “დინამო არენაზე” თბილისის “ლოკომოტივთან” შეხვედრით დაასრულებს.
GIPHY App Key not set. Please check settings