in

დინამოს ქამბექამდე ცოტა დააკლდა: დასანანი მარცხი იადრანთან

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის დინამომ მეორე მატჩი ხორვატიაში სპლიტის იადრანის წინააღმდეგ გამართა და ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 13:15 დამარცხდა.

მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიდიოდა. დინამომ ხორვატიის 9-გზის ჩემპიონს და ჩემპიონთა ლიგის 2-გზის გამარჯვებულს(1992,1993) მრისხანე წინააღმდეგობა გაუწია. დეიან სტანოევიჩის გუნდს მხოლოდ მეორე პერიოდის ბოლო ნაწილი ჩაუვარდა, რაც საბოლოოდ გადამწყვეტიც აღმოჩნდა. სწორედ, დროის მონაკვეთში მოპოვებული უპირატესობით შეძლო იადრანმა მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა. ხორვატთაგან განსაკუთრებით მათი გუნდის კაპიტანი ანგელო სეტკა აქტიურობდა. დინამოს შემადგენლობაში კი, ლეგიონერები-იოავან სარიჩი, მარკო ელაჩა და დუშან ვასიჩი უნდა გამოვარჩიოთ.

ქართული გუნდის თამაშში ბრწყინვალე იყო მეოთხე პერიოდი. პერიოდის წინ, დინამო 8:15-ს აგებდა და მეტოქეს 5 გოლი გაუტანა, მაგრამ ბოლოს იღბალი მაინც მასპინძელთა მხარეს აღმოჩნდა და დინამოს საოცარ ქამბექამდე ძალიან ცოტა დააკლდა.

გოლები: 1:0 სარიჩი, 1: ბუკიჩი, 1:2 დელიჩი, 2:2 სარიჩი, 2:3 კრაგიჩი, 2:4 დუჟევიჩი, 3:4 ვასიჩი, 3:5 დობუდი, 4:5 ელაჩა, 4:6 ხარკოვი, 4:7 სეტკა, 5:7 ბითაძე, 5:8 სეტკა, 5:9 დუჟევიჩი, 5:10 დობუდი, 5:11 სეტკა,5:12 სეტკა, 6:12 მაგრაქველიძე, 6:13 კრაგიჩი, 7:13 სარიჩი, 7:14 ტეკოვიჩი, 8:14 ტყეშელაშვილი, 8:15 ბურიჩი, 9:15 ვასიჩი, 10:15 ვასიჩი, 11:15 მაგრაქველიძე,12:15 ვასიჩი,13:15 ელაჩა,

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ფოტო: საქართველოს ნაკრები ბათუმში მატარებლით ჩავიდა