in

დინამომ ჩემპიონთა ლიგაზე მეორე მატჩი მოიგო

წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის „დინამომ“ ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. დინამოელებმა სერბეთის „რადნიჩკის“ უმასპინძლეს და 13:8 აჯობეს.

ჩენმა გუნდმა თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და პირველი პერიოდი პირწმინდად – 4:0 მოიგო.

მეორე პერიოდიდან სერბებმა შეტევაში თამაში გამოასწორეს, მაგრამ „დინამომ“ შეხვედრა მაინც მშვიდად მიიყვანა გამარჯვებამდე.

10 მატჩიდან უკვე 2 მოგებით „დინამო“ 8-გუნდიან ჯგუფში მე-7 ადგილზეა. პლეი ოფში საუკეთესო ოთხი გუნდი გადის.

“დინამო” მომდევნო ტურში “იადრანს” უმასპინძლებს 5 აპრილს.

დინამო – რადნიჩკი 13:8
4:0, 2:2, 3:3, 4:3

დინამო: რაზმაძე, კირიაკიდი, ახვლედიანი (1 გოლი), ძიხციარენკა, ტყეშელაშვილი (3), ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (3), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (1), მალიშაუ, პიეშივაცი (3), გვეტაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თუ გვინდა, რომ მეტი ამბიცია გვქონდეს… ნაკრები მზადებას განაგრძობს

ვილი სანიოლმა 2 წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი: საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა