in

დინამომ მინიმალური სხვაობით წააგო

ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი თბილისის „დინამომ“ სერბული „რადნიჩკის“ წინააღმდეგ სტუმრად ითამაშა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა – 10:11.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე კლუბი სატურნირო ცხრილის ბოლო პოზიციებზეა, მასპინძლები ფავორიტად მიიჩნეოდნენ, თუმცა პირველი მეოთხედი თბილესელების კარგი თამაშით და უპირატესობით წარიმართა.

სერბებმა თამაშში დაბრუნება მოახერხეს. მთელი მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მსაჯის სასტვენამდე გამარჯვებული გუნდის გამოცნობა შეუძლებელი იყო.

საბოლოოდ, მასპინძლებმა დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.

თბილისის „დინამო“ ჩემპიონთა ლიგაზე მომდევნო შეხვედრას 24 იანვარს „ჰანოვერთან“ გამართავს. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

რადნიჩკი (სერბეთი) – დინამო (საქართველო) 11:10

2:3, 4:3, 3:1, 2:3

დინამო: ახვლედიანი (1), ძიხციარენკა, ტყეშელაშვილი (1 გოლი), ვლაჰოვიჩი (2), ჯახაია, სარიჩი (2), იმნაიშვილი, მაგრაქველიძე (3), მესხი, პიესიჩავი (1), რაზმაძე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: შენგელიამ ჟალგირისთან მატჩში მე-400 საევროლიგო პასი მიითვალა

ლუკა გაგნიძე: მოსკოვში უნდა დავბრუნებულიყავი