in

დილით ვიცოდი, რომ მოვიგებდით: შეგვიძლია ერთად ბრძოლა და ერთად გამარჯვება – ეს ენით აუწერელი იყო

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო შესარჩევის ჯგუფურ ეტაპზე თვით ესპანეთის ნაკრები დაამარცხა – 82:76. მოვლენა უკვე თავისთავად დიდია, რასაც პეწს სძენს ახალი, საევრობასკეტოდ აგებული დარბაზის გახსნა და სწორედ პირველ სათამაშო დღეს, მსოფლიო ჩემპიონის დამარცხება.

82:76 – ესპანეთს მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ: მეორე ეტაპზე 2 გამარჯვებით მივდივართ

მთელი შეხვედრა ნერვებსა და ემოციებზე იყო, თუმცა ბოლოსკენ განსაკუთრებით იფეთქა, რაც თამაშის შემდეგაც გაგრძელდა. კმაყოფილი იყო ქომაგი და ბუნებრივია უკმაყოფილო ვერც თავად კალათბურთელები და სამწვრთნელო შტაბი იქნება.

ილიას ზუროსი (საქართველოსნაკრების მთავარი მწვრთნელი):

„მადლობა ყველა ჩემს კალათბურთელს, მათ მაქსიმუმი გააკეთეს. დიდებული იყო ჩვენი გუნდის ენერგია, რაც გულშემატკივარმა მოგვცა. ენერგია მოდიოდა მათგანაც, ვინც სახლიდან გვიყურებდა. ვამაყობთ, რადგან დავამარცხეთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი. ახლა დავისვენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ.

როდის ვიგრძენი, რომ მოვიგებდით? – დილას ვიგრძენი, მაშინ, როცა დავინახე ქართველი კალათბურთელების თვალები, მათი მიდგომა, მათი მონდომება. დავინახეთ, რომ შეგვიძლია ერთად ბრძოლა, ერთად თამაში და ერთად გამარჯვება. მადლობა შერმადინსა და შენგელიას, რომლებიც ახალგაზრდა კალათბურთელებს დაელაპარაკნენ, რაც გუნდის სულისთვის აუცილებელი იყო.

დაცვა გამარჯვების მთავარი საწინადრი იყო. მეტოქეს იოლი ბურთების ჩაგდება დავანებეთ, თუმცა წუთშესვენების შემდეგ ყველაფერი დალაგდა. ბექაურმა ბევრი დაფარება გააკეთა, ბევრი ბურთი მოხსნა, შენგელია, შერმადინი – ყველა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დაცვამ მოგვაგებინა. ევრობასკეტზე ბევრი ძლიერი მეტოქე გვყავს. ბულგარეთი, ბელგია ძალიან ძლიერები არიან. მონტენეგრო ძალიან ძლიერია. თურქეთსა და ესპანეთს NBA-ს კალათბურთელები ჰყავთ.

ველოდებით სანდრო მამუკელაშვილს, გოგა ბითაძეს. კარგი მოსამზადებელი ეტაპი გვაქვს. გვინდოდა წნეხი მოგვეხსნა მაკფადენისთვის და მან კარგად ითამაშა. თუმცა უნდა იმუშაოს ძალიან ბევრი. ერთი თამაში არაფერს ნიშნავს, მთავარია სტაბილურობა და სწორი გზით მუშაობა.

თორნიკე შენგელია (საქართველოსნაკრების კაპიტანი):

გამოვაჩინეთ სახე, როგორ შეგვიძლია ორი სხვადასხვა ტიპის მატჩი ჩავატაროთ – ცუდი და კარგი. პროფესიონალები ვართ და როცა ვიცით, სამ დღეში თამაშია, უნდა მოვახერხოთ, ერთ დღეში გავაანალიზოთ წინა შეხვედრა და მომდევნოზე მოვახდინო კონცენტრირება.

დიდი ენერგიის წყარო მოგვცეს ბექა ბექაურმა, რატი ანდრონიკაშვილმა და ყველა კალათბურთელმა, ვინც სათადარიგოთა სკამზე იყო. ეს ენერგია იგრძნობოდა დილიდანვე, რასაც დაემატა გულშემატკივრის მხარდაჭერა – ენით აუწერელი იყო.

ეს გამარჯვება მთელი საქართველოსია, მაგრამ განსაკუთრებით მსურს ჩვენს მეგობარ ირაკლი პერტაიას მივუძღვნათ (კალათბურთის ნაკრების პრეს-ატაშეს მამა გარდაეცვალა) და ამ რთულ დროს გავამხნევოთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

82:76 – ესპანეთს მოვუგეთ, მსოფლიო ჩემპიონს მოვუგეთ: მეორე ეტაპზე 2 გამარჯვებით მივდივართ

დამატებითი მატარებელი ბათუმისკენ – რაგბის ზეიმი ზღვისპირას გრძელდება