მსოფლიოს ჩემპიონატზე პოლონეთის დამარცხების (3:1) შემდეგ, კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა:
“დიახ, ჩვენ თავიდანვე ერთიანნი ვიყავით. შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენი მუშაობის შედეგია. აქ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთი საათის გატარებას შევძლებთ.
ადვილი არ იყო, რადგან პოლონეთს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს და მაინც გავიმარჯვეთ. შესვენებაზე ზოგიერთი კორექტივების განხორციელება მოგვიწია. შემდეგ ყველაფერი მბაპეს მიერ პრობლემების გადაწყვეტის უნარზე იყო დამოკიდებული. ის ყოჩაღია”.
GIPHY App Key not set. Please check settings