in

დაძმობილდნენ: უეფა და France Football ოქროს ბურთს ერთად ჩაატარებენ

უეფა „ოქროს ბურთის“ პარტნიორი გახდა.

უეფა და Groupe Amaury, რომელიც ჟურნალებს France Football და L’Équipe ფლობს, 2024 წლიდან ითანამაშრომლებენ „ოქროს ბურთის“ ერთობლივად ორგანიზებისთვის.

შეთანხმების ფარგლებში Groupe Amaury დარჩება „ოქროს ბურთის“ ბრენდის მფლობელი და განაგრძობს ხმის მიცემის გაკონტროლებას, რომელიც შეინარჩუნებს სისტემას და დამოუკიდებლობას.

„უეფა პროექტში შეიტანს საფეხბურთო ექსპერტიზას, ასევე ხელს შეუწყობს გლობალურ კომერციულ უფლებებს და მოაწყობს ყოველწლიურად დაჯილდოების გალა-საღამოს.

გარდა ამისა, დაემატება ახალი ჯილდოები წლის საუკეთესო მწვრთნელებისთვის მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში, რათა ხაზი გაესვას გუნდის წარმატებაში მათ შეუფასებელ წვლილს.

ამასთან, შენარჩუნდება ამჟამინდელი ჯილდოების სია, რომელშიც შედის მამაკაცთა „ოქროს ბურთი“, ქალთა „ოქროს ბურთი“, ტროფეი კოპა (21 წლამდე საუკეთესო მოთამაშე), იაშინის ტროფეი (საუკეთესო მეკარე), გერდ მიულერის ტროფეი (სეზონის საუკეთესო ბომბარდირი), საუკეთესო კლუბის ჯილდო მამაკაცთა და ქალთა ფეხბურთში და სოკრატესის სახელობის ჯილდო (ჰუმანიტარული სამუშაოსთვის)“, – აცნობა უეფამ.

ასევე აღსანიშნავია, რომ თავად უეფა შეწყვეტს ევროპაში წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოებას (ჯილდო 2011 წლიდან გაიცემოდა).

„ოქროს ბურთს“ France Football ყოველწლიურად 1956 წლიდან არიგებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბარსელონა ქომაგებს მოედანთან დამარხავს

ბითაძე ისევ სასტარტოში და მამუკელაშვილის ბოლო 8 წუთი