in

ბითაძე ისევ სასტარტოში და მამუკელაშვილის ბოლო 8 წუთი

გოგა ბითაძემ სასტარტო ხუთეულში მორიგი მატჩი ითამაშა, თუმცა ამჯერად ორმაგ დუბლს ვერ შეწვდა. ძირითადი ცენტრის, ვენდელ კარტერის ტრავმა ქართველი ლეგიონერის შანსია, რომელსაც გოგა ბითაძე კარგად იყენებს. ორლანდომ მორიგ მატჩში დალას მავერიკსს უმასპინძლა და 102:117 დამარცხდა.

ბითაძე, როგორც ვთქვით, სასტარტოში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა, რა დროშიც 7 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გოგამ 5-დან 3 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამქულიანი კი ააცილა. საუკეთესო პაოლო ბანკერო იყო 22 ქულით, ხოლო დალასში 29 ქულით ლუკა დონჩიჩი გამოირჩა.

ითამაშა ნბა-ში მოასპარეზე მეორე ქართველმაც. სან ანტონიო სფურსმა ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია – ამჯერად ინდიანაში, სდნაც პეისერსთან შეხვედრა 111:152 დათმო. 41 ულით წაგებულ შეხვედრაში ქართველ ფორვარდს ბოლო 8:49 წუთი ერგო, რა დროშიც მან 5 ქულა, 4 მოხსნა და 1 პაი მიითვალა. მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა.

სან ანტონიოში სანდროს წინა სეზონში მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, თუმცა დრაფტზე პირველ ნომრად ფრანგი ვიქტორ ვემბანიამას აყვანამ ყველაფერი შეცვალა. სანდროს ამ სეზონის 7 მატჩიდან 2-ში არ უთამაშია, ხოლო დანარჩენ შეხვედრებში მოედანზე საშუალოდ 8 წუთით გადის და 2.5 ქულას, 3 მოხსნას და 0.5 პასს აგროვებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

დაძმობილდნენ: უეფა და France Football ოქროს ბურთს ერთად ჩაატარებენ

აღმოსავლეთ ევროპიდან მოსული დიდი გულის მქონე მცველი… კრემონეზემ ლუკა ლოჩოშვილთან ინტერვიუ ჩაწერა