in

დაუვიწყარი დღე: პელემ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა

ფეხბურთის ლეგენდამ პელემ კორონავირუსის ვაქცინა გაიკეთა.

„დაუვიწყარი დღე – ვაქცინა მივიღე! პანდემია ჯერ ისევ არ დასრულებულა. დისციპლინა უნდა დავიცვათ, რათა რაც შეიძლება ბევრი სიცოცხლე გადარჩეს. ამასობაში კი უმრავლესობა აიცრება.

გთხოვთ, გააგრძელეთ ხელების დაბანა, დარჩით სახლში, თუკი ამის შესაძლებლობა გაქვთ. ხოლო, როცა გარეთ გადიხართ, გთხოვთ, პირბადის გაკეთება და დისტანციის დაცვა არ დაგავიწყდეთ. ეს ყველაფერი აუცილებლად გაივლის, თუკი ერთმანეთს გვერდში დავუდგებით“, – დაწერა 80 წლის ბრაზილიელმა თავის Instagram გვერდზე.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამუკელაშვილის გამო ნიუ-ჯერსში გამონაკლისი დაუშვეს: სეტონ ჰოლი სანდროს დაემშვიდობა

პირველი თვე არაჩვეულებრივი იყო. მთელ დროს ოჯახთან ვატარებდი, ვკითხულობდი. შემდეგ გართულდა: ბუფონი კარანტინზე